მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა
შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

შემოსავლების სამსახური: ფასის ლარით გამოხატვის წესის დარღვევის 212 ფაქტი გამოვლინდა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომელთა მხრიდან, ქვეყნის მასშტაბით ინტენსიურად ხორციელდება მეწარმე სუბიექტის მიერ, ქონების რეალიზაციისა და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას, ფასის ლარით გამოხატვის წესის ადმინისტრირება.

კონტროლის ღონისძიების ფარგლებში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, მიმდინარე წლის ბოლო 7 თვის განმავლობაში გამოვლენილია საქართველოს ტერიტორიაზე ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევის 212 ფაქტი. კანონმდებლობით განსაზღვრული წესების დარღვევისთვის 185 პირის მიმართ, სანქციის სახით გაფრთხილება იქნა გამოყენებული, ხოლო 27 პირს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში 27 000 ლარის ოდენობით შეეფარდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ შეახსენებს მეწარმე სუბიექტებს, რომ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე, ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა, შესაბამისად, მოუწოდებს თავი შეიკავონ ფასის ლარით გამოხატვის წესების დარღვევისაგან.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 81 სტატია.

  • გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსად შემოსავლების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი დაინიშნაBM.GE
  • ახალქალაქში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის საწყისი საბრძოლო მომზადების კურსი დაიწყორუსთავი 2
  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსტემ უმეროვი საგარეო სადაზვერვო სამსახურის უფროსად დანიშნაფორმულა
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

ზაჰესში, თავისუფლების N12 კორპუსთან სკვერი მოეწყო

იმედი

გიორგი გამსახურდია: რუსეთუმეებს გასაგებად მინდა ვუთხრა, რომ სანამ სამშობლოს ინტერესებზე ორიენტირებული ძალა იქნება „ქართული ოცნების“ სახით ხელისუფლებაში, ჩვენი ღირსების ხარჯზე, ერთი ნაბიჯიც არ გადაიდგმება

პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას

პრეზიდენტი: საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა გადაწყვეტილებები მიიღო მაშინდელმა ხელისუფლებამ და რა შედეგები მოჰყვა ამას

იმედი

აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია

აფხაზეთის ომის ვეტერანი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის მტრული განცხადება ჩვენი ქვეყნის, საზოგადოებისა და ხალხის მიმართ, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი არ ჰქონია

იმედი