მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა
შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი, მიხეილ მაღლაკელიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტებს - „ნინოწმინდა“, „კარწახი“, „კარწახი -ახალქალაქის სარკინიგზოს“ და „ვალეს“ ესტუმრა ესტუმრა, სადაც საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. შეხვედრების მსვლელობისას, მან ხაზი გაუსვა რეგიონში საერთაშორისო ტვირთების შეუფერხებელი მიწოდების მნიშვნელობას და გაზრდილ სატვირთო ავტომობილების ნაკადის ეფექტურად მართვის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები განიხლა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის ხელმძღვანელი საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ დანაყოფებსაც ეწვია, სადაც მებაჟე ოფიცრების სამუშაო სივრცეები დაათვალიერა და მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო. ამასთან, ,,ვალეს“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ყოფნისას, უწყების ხელმძღვანელმა დაათვალიერა ახალი, დამატებითი გასასვლელების (სატვირთო ავტომობილების, მგზავრებისა და მსუბუქი სატრანსპორტო საშუალებებისთვის) მშენებლობისა და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის სამუშაოები.

რეგიონში სტუმრობისას, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ასევე მოინახულა ახალციხისა და ბორჯომის მოქალაქეთა მომსახურების ცენტრები, სადაც გადასახადის გადამხდელთათვის შეთავაზებული სერვისების მიწოდების პროცესს პირადად გაეცნო. სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას, მიხეილ მაღლაკელიძემ აღნიშნა, რომ მომხმარებლებთან კოორდინირებული თანაშრომლობის გარეშე, შეუძლებელი იქნება უწყების მიერ, დასახული მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულება.

რეგიონალურ შეხვედრებს, ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები: ია ახალაია და მიხეილ ჩოკოშვილი, ასევე ფინანსური დეპარტამენტის უფროსი, გიორგი ყენია და სხვა პასუხისმგებელი პირები.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Reuters: იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების შესახებ მთავრობის სადავო გეგმას მხარი დაუჭირა - ოპოზიციის შეფასებით, აღნიშნული ნაბიჯი ჯორჯია მელონის მცდელობაა, 2027 წლის არჩევნებზე საკუთარი პოლიტიკური პოზიციები გაიმყაროს და ძალაუფლება შეინარჩუნოს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერი: შესაძლოა, მსოფლიო თასი ჩვენი არ არის, მაგრამ ფოლკლენდის კუნძულები ნამდვილად ჩვენია

იმედი

მერცი: „ასოცირებული წევრობა“ უკრაინაში შესაძლოა არაპოპულარული იყოს - ნაცვლად ამისა, ინტეგრაციის ისეთი შუალედური ფორმა უნდა შეიქმნას, რომელიც უკრაინას, გაწევრიანების პროცესის პარალელურად, ევროკავშირის ინსტიტუტებში მჭიდრო მონაწილეობის საშუალებას მისცემდა, თუმცა, ხმის უფლების გარეშე

არჩილ გორდულაძე: 10მლნ უკრაინელია გასული უკრაინიდან და ამის საპირწონე არის გარკვეული თანხები. ჩვენ თურმე, ამ თანხებზე წვდომა არ გვექნება. რომ გვქონოდა, რა უნდა გაგვეკეთებინა?! მაშინ პირდაპირ ომის ქარცეცხლში თავით უნდა გადავშვებულიყავით