მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა
შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა

იმედი|imedinews.ge

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, „შემოსავლების სამსახურის შესახებ“, საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, მიხეილ მაღლაკელიძე დაინიშნა, - აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, ამ დრომდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„მიხეილ მაღლაკელიძემ 1997 წელს დაამთავრა ბიზნესისა და ტექნოლოგიის ინსტიტუტის ეკონომიკის ფაკულტეტი. მას აქვს საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, კერძოდ, 28.11.2019 - 24.06.2025

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე. 10.10.2014 - 28.11.2019 ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური - სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობა. 13.03.2013 - 23.03.2013 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს უფროსის მოადგილე. 11.2012 - 01.2013 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსის მოადგილე. 10.1996 - 11.2012 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო - სხვადასხვა პოზიცია.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონული საბაჟოს აღმოსავლეთის მომსახურების განყოფილების უფროსი ინსპექტორი.

ამავე უწყების საგამოძიებო დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს უფროსის მოადგილე“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამსახურის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 62 სტატია.

  • ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 1 მაისიდან დღემდე დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოავლინარუსთავი 2
  • ბოლო 3 თვეში ₾388 000-ის ღირებულების უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის 61 ფაქტი გამოვლინდა - საგამოძიებო სამსახურიBM.GE
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • რიყის დოქების დემონტაჟზე მერიის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცაფორმულა
სამსახურის →

მსგავსი სტატიები

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

ალეკო ელისაშვილს ახალი ბრალი წარედგინა

იმედი

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

ნევროლოგი სოფიო ბახტაძე დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის წამლის შესყიდვაზე: ეს წამალი მნიშვნელოვნად გადაავადებს ამ ბავშვების მოტორულ უნარ შეზღუდვას, მათ მიჯაჭვულობას ეტლთან

იმედი

დავით ქართველიშვილი: ჩატარდა „ნაცმოძრაობის“ ცვილის ფიგურების ავატართა პირველი ყრილობა, სადაც მიღებული იქნა არაერთი ვირტუალური გადაწყვეტილება - მათ შორის საქართველოში ავატარული არჩევნების ჩატარების თაობაზე. მანამდე ვირტუალურ ხელისუფლებას სათავეში ჩაუდგება დროებითი ავატარული მინისტრთა კაბინეტი, რომლის ჩამოყალიბება მოხდება ექსტრასენსორული გზით ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით

თემურ მიქელაძე მედიკამენტ „ჯივინოსტატზე“: მისასალმებელია და აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიქნებით, ვინც ამ პრეპარატს გამოიყენებს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მკურნალობაში