მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა
შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს მოადგილედ, ზვიად დვალი წარუდგინა.

უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელის ახალი მოადგილე ზვიად დვალი, მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგა. მას საჯარო სამსახურებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და მოადგილის რანგში, აუდიტის დეპარტამენტს გაუწევს კურირებას.

ამასთან, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ ჩოკოშვილს პირველი მოადგილის თანამდებობაზე დაწინაურება მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულ პოზიციამდე მიხეილ ჩოკოშვილი უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრას, უწყების უფროსის მოადგილეები - ია ახალაია, ირაკლი შარტავა და ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

იმედი

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

იმედი

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე:  ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

იმედი

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

იმედი