მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით ონლაინ ფორმატში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრებს იწყებს

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიის მეორე ეტაპს იწყებს. კამპანიის ფარგლებში აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართება, რომელიც სხვადასხვა საგამოცდო საგანს დაეთმობა და მათ ცენტრის საგნობრივი მიმართულებების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ცენტრის საგნობრივი ექსპერტებისგან საგამოცდო პროგრამების, ტესტების სტრუქტურის, შეფასების კრიტერიუმებისა და დავალებების სპეციფიკის შესახებ.

ამასთან, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება ხშირად დაშვებული შეცდომები და გაიცემა პრაქტიკული რეკომენდაციები საგამოცდო პროცესისთვის ეფექტიანად მოსამზადებლად.

საინფორმაციო შეხვედრების ციკლის პირველი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, 2026 წლის 19 მაისს, 14:00 საათზე დაიწყება და 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრა ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე ლიტერატურის (არჩევითი საგანი) გამოცდებს დაეთმობა. შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელმწიფო და უცხო ენათა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა საგამოცდო ტესტების შემუშავებისა და შეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე გაუძღვება.

შეხვედრა Microsoft Teams-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება. დასწრება თავისუფალია. შეხვედრაზე დასასწრები ბმული: http://bit.ly/4ntcH5I

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ცენტრი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • კონსპირაციული ბინა თბილისის ცენტრში - პოლიციამ კანაფის სათბურები აღმოაჩინა და ორგანიზებული ჯგუფის წევრები დააკავარუსთავი 2
  • „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნატვ პირველი
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში TUMO Kutaisi ცენტრი გაიხსნაBM.GE
  • უკრაინული დრონები კვლავ Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრებს დაესხა თავს - კრასნოდარსა და ნევინომისკშიფორმულა
ცენტრი →

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი