მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა, ხოლო 6 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი „კანონიერი ქურდია

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას აქტიურად, უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ინფორმაციას შსს-ის პრესსამსახური ავრცელებს.

სამინისტროს საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა.

აღნიშნული მიმართულებით, მასშტაბური საპოლიციო ღონისძიების შედეგად, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა,საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში, ე .წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს ბრალი წარედგინება, ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად, მათ შორის ერთი საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდია.

სამართალდამცავების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურად ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დგინდება, რომ ბრალდებულები მითითებებს საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ისინი სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, სადაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.

ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.

პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წელს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ჩატარებულმა საპოლიციო ღონისძიებებმა მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო.

პირველი იანვრიდან დღემდე, სამართალდამცველების მიერ დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი, მათ შორის 8 ე.წ. კანონიერი ქურდია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალი

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 46 სტატია.

  • აშშ-ში 33 წლის ქართველს 1.3-მილიარდიან თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენესტვ პირველი
  • თამაზ ელიზბარაშვილი ბრალს არ ეთანხმება - ადვოკატიBM.GE
  • ნიკა გვარამია ჯორბენაძის საქმეზე ირაკლი ღარიბაშვილისთვის ახალი ბრალის წარდგენას ელოდებაფორმულა
  • გამოვლენილია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის სათავეშიც ირაკლი ღარიბაშვილია - ყოფილი პრემიერ-მინისტრს ახალი ბრალი წარედგინარუსთავი 2
ბრალი →

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი