მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ესტუმრა

იმედი|imedinews.ge

საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს შვეიცარიის დელეგაცია ეწვია, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, სტუმრებს ადგილზე დეპარტამენტის დირექტორმა, გურამ დავითაშვილმა უმასპინძლა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა თავშესაფრისა და მიგრაციის მართვის მიმართულებით არსებული პრაქტიკის შესახებ, ასევე მიმოიხილა ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები.

„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ასევე, მზაობა გამოხატეს მიგრაციის მართვისა და თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესების კუთხით ერთობლივი მუშაობის ინტენსიურად გაგრძელებაზე.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტი საქართველო-შვეიცარიის მიგრაციის პარტნიორობის ფარგლებში ექსპერტთა მე-4 შეხვედრას წარმოადგენდა, რომელიც მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტროBM.GE
  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

თუშეთისკენ მიმავალი გზის საგზაო მოძრაობის პირობების გაუმჯობესების პროექტი აქტიურად მიმდინარეობს

იმედი