მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ
შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

შოთა ბერეკაშვილი და ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდნენ

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი და კომიტეტის წევრი ანტონ ობოლაშვილი ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობების მნიშვნელობას და საქართველოსა და ისრაელის ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა იმ სტრატეგიულ სექტორებზე, რომლებიც საქართველოსთვის ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. საუბარი შეეხო სტრატეგიულ სექტორებს: ენერგეტიკას, ლოგისტიკასა და ტრანსპორტს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, ინოვაციებს, უძრავ ქონებას. აღნიშნულ სფეროებში ისრაელის წარმატებული გამოცდილებისა და განვითარების მოდელის გაცნობა ქართულ ბიზნესს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში, თანამედროვე პრაქტიკის გაზიარებასა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეუწყობს ხელს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებებს, მათ შორის, ინფორმაციული ტექნოლოგიებისა (IT) და ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების შესაძლებლობებს. აღინიშნა, რომ საქართველოს IT და კვლევისა და განვითარების (R&D) მიმართულებებით საქმიანობისთვის კონკურენტული საგადასახადო გარემო და მნიშვნელოვანი საგადასახადო შეღავათები აქვს, რაც ქვეყანას ინოვაციური კომპანიების მოზიდვისთვის მიმზიდველ ადგილად აქცევს. ხაზი გაესვა, რომ ამ სფეროებში ისრაელის მრავალწლიანი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესო და ღირებულია.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ ტურიზმის სფეროში არსებულ მზარდ დინამიკაზე - გასულ წელს საქართველოს ისრაელის 400 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია, რაც ორ ქვეყანას შორის ტურისტული ურთიერთობების წარმატებულ განვითარებაზე მიუთითებს“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.

მისივე თქმით, ისრაელის ელჩთან შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს დაეთმო. აღინიშნა, რომ ისრაელი მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა განათლების ხარისხისა და ინოვაციური საგანმანათლებლო მოდელის თვალსაზრისით, რის გამოც მისი გამოცდილების გაზიარება და ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება საქართველოსთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„საქართველოსა და ისრაელს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა განვითარების მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. ისრაელის წარმატებული ეკონომიკური მოდელის და ინოვაციებზე დაფუძნებული განვითარების გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევძლებთ იმ რეფორმებისა და თანამედროვე ეკონომიკური მიდგომების დანერგვას, რომლებმაც ისრაელის სწრაფი და მდგრადი ეკონომიკური განვითარება განაპირობა“, - აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

შაკო კუჭაშვილი: ირეგულარი რაზმაძე და „ექიმი“ ახობაძე ამერიკის საელჩოში პრემიერ კობახიძის გამოსვლას გასუსულები უსმენდნენ. კარგია, რომ ჩვეული დებოში არ მოაწყვეს, თუმცა, ამათი მხრიდან იმავე პატივისცემას საქართველოს სახელმწიფო ორგანოები არასდროს იმსახურებენ - ეს უსამშობლოების საყოველთაო დიაგნოზია, პატივი სცე ყველაფერს, გარდა ქართულისა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი

POLITICO: სტარმერი ბრიტანეთის მომავალ პრემიერს საშინელ მემკვიდრეობას უტოვებს

POLITICO: სტარმერი ბრიტანეთის მომავალ პრემიერს საშინელ მემკვიდრეობას უტოვებს

იმედი

ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს - საქართველოს შესახებ უარყოფითი ანგარიში რასა იუკნევიჩიენეს, თურქეთის შესახებ კი ნაჩო სანჩეს ამორის განცხადებებს ეფუძნება