მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შოთა ბერეკაშვილი: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა გამოთქვეს მზაობა, შექმნან საოჯახო კალათა და საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს
შოთა ბერეკაშვილი: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა გამოთქვეს მზაობა, შექმნან საოჯახო კალათა და საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს

შოთა ბერეკაშვილი: მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა გამოთქვეს მზაობა, შექმნან საოჯახო კალათა და საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი მსხვილი მარკეტების მიერ პირველადი მოხმარების პროდუქტების გაიაფების ინიციატივას გამოეხმაურა. დეპუტატის თქმით, ის ამ სექტორის მსხვილი მოთამაშეების ინიციატივას მიესალმება.

„არსებობს საშუალოვადიანი გეგმა, გრძელვადიანი სტრატეგია, კომისიამ იმსჯელა და მოკლევადიანი გეგმაც შეიმუშავა. არაერთი პრაქტიკა შევისწავლეთ, მათ შორის უნგრული და რუმინული, რომელიც იყო ძალიან აგრესიული ჩარევა, მაგრამ ისეთი ქვეყნების მაგალითებიც შევისწავლეთ, როგორებიც იყო საფრანგეთი და საბერძნეთი, სადაც იყო რბილი ინტერვენცია და ჩვენც ამის რეკომენდაცია გავეცით. მივესალმებით იმ ფაქტს, რომ სექტორის მნიშვნელოვანმა მოთამაშეებმა აღნიშნული მიმართულებით გამოთქვეს მზაობა, რომ ასეთ მოდელის საფუძველზე იმუშაონ, შექმნან საოჯახო კალათა, სადაც სწრაფი მოხმარების საბაზისო პროდუქტები იქნება და გამოთქვეს მზაობა, რომ საუკეთესო ფასები შესთავაზონ მომხმარებელს“, - აღნიშნა ბერეკაშვილმა.

მსხვილი ქსელური მარკეტები პირველადი მოხმარების პროდუქტებს გააიაფებენ. რამდენიმე დღეში დახლებზე პროდუქტების ფასი შემცირდება. „საოჯახო კალათის“ ფარგლებში განსაკუთრებული შეთავაზებები მუდმივად გავრცელდება.

შესაბამისი განცხადებები „რითეილ ასოციაციამ“, „გუდვილმა“, „დეილი გრუპმა“, „ნიკორამ“ გამოაქვეყნეს.

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტების და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითმა კომისიამ 104-გვერდიანი დასკვნა დაამტკიცა. დასკვნა ითვალისწინებს მათ შორის რეკომენდაციებს, როგორ უნდა ჩამოყალიბდეს სისტემა ისე, რომ მომხმარებელმა პროდუქტზე დაბალი ფასი მიიღოს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

ზელენსკი: რუსებმა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოიყენეს ჩრდილოეთ კორეული რაკეტა, ასეთია წინასწარი მონაცემები

იმედი

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი