მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს
შსს: საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული - მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს ჭრილობები მიაყენა, პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა სამინისტრო თბილისში, ჩუღურეთის რაიონში მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტისთბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ჩუღურეთის რაიონში პატრულირებისას, შენიშნეს დანით შეიარაღებული მამაკაცი, რომელსაც იქვე მყოფი პირისთვის ჭრილობები ჰქონდა მიყენებული და ცივი იარაღით მის მიმართ დევნას განაგრძობდა. პატრულ-ინსპექტორებმა მამაკაცს მოუწოდეს, აღნიშნული შეეწყვიტა, თუმცა იგი სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, მათ მიმართაც აგრესიული გახდა და თავს დაესხა.

ამ დროს მან ერთ-ერთ პატრულ-ინსპექტორს დანის გამოყენებით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა განხორციელებული დევნის შედეგად მამაკაცი მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დააკავეს.

დაჭრილი მამაკაცი და დაშავებული პატრულ-ინსპექტორი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოღებულია ნივთმტკიცებად. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 353-ე პრიმა მუხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მოქალაქეები გერმანიაში ხედავენ, რომ პრობლემები იზრდება და ჩვენ შეგვიძლია შემოვიტანოთ დამატებითი წესრიგი, შევიმუშაოთ სტრუქტურები, მოქალაქეებს იმედი აქვთ, რომ AfD საუკეთესო პარტიაა