მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა, ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა

იმედი|imedinews.ge

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ ბრიფინგზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად, უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია

84 პირი და ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები, ასევე ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკული დანაშაულის გამოვლენისა და ბრალდებულების მხილების მიზნით, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, რითაც დადგინდა, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს, სხვადასხვა მეთოდით მოქალაქეებზე სისტემატურად ასაღებდნენ.

ასევე, სამართალდამცველების მიერ, რამდენჯერმე განხორციელდა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ჰეროინი“, „კოკაინი“, „მეთადონი“, „ბუპრენორფინი“, „მარიხუანა“ და სხვა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ, ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა“, - განაცხადა კიკნაძემ.

მისი თქმით, აღნიშნული საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, ასევე, აღკვეთილია ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანის ფაქტი.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაკავებულია უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით - ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 2 500 აბზე მეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. საპოლიციო დანაყოფების მიერ აღნიშნული კატეგორიის დანაშაულში ჩართული პირების მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული უმკაცრესი ზომები“, - აღნიშნა კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინარუსთავი 2
  • ალეკო ელისაშვილს კიდევ ერთ ბრალდებას წარუდგენენტვ პირველი
  • პირადი კადრების გავრცელების ბრალდებით დაკავებულ პოლიციელს გირაო შეუფარდესნეტგაზეთი
  • შსს: „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 27 პირი დააკავეს, 6-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინებაBM.GE
ბრალდებით →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

გია აბაშიძე ჟორჟოლიანს: ქალბატონო ნანული, პირველ რიგში ამ სოფლებში ჩადი, რომელიც შენი ბელადის ავანტიურის შემდეგ 2008 წელს დავკარგეთ, ხოლო ამ სოფლებიდან 200 000 ადამიანი დევნილად იქცა

იმედი

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

აჭარის მთავრობის სხდომაზე მაღალმთიანი აჭარის განვითარებისთვის მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს

იმედი