მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: ჯარიმა არ არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის კომპლექსური საკითხი და სისტემურ მიდგომებს საჭიროებს
შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: ჯარიმა არ არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის კომპლექსური საკითხი და სისტემურ მიდგომებს საჭიროებს

შსს-ს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორი: ჯარიმა არ არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის კომპლექსური საკითხი და სისტემურ მიდგომებს საჭიროებს

იმედი|imedinews.ge

ჯარიმა არ არის ერთადერთი გამოსავალი. ეს არის კომპლექსური საკითხი და სისტემურ მიდგომებს საჭიროებს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დირექტორმა, ლანა ცანავამ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება რეგულირებული იყოს კომპლექსური მიდგომით.

„სახელმწიფომ კომპლექსურად უნდა იმუშაოს. ჯარიმა არ არის ერთადერთი გამოსავალი, მაგრამ ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ზოგადად მკაცრი რეაგირება არ ახდენს გავლენას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე. შესაბამისად, როდესაც პირველ მაისს შესული ცვლილებების შემდეგ გავა გარკვეული დრო, მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ შევადაროთ პირველ მაისამდე რა რაოდენობის გვქონდა სტატისტიკა კონკრეტულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით და პირველი მაისის შემდეგ რა რაოდენობა გვექნება. ამის მიხედვით რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ შევადარებთ. ჯარიმას ერთი თვისება გააჩნია, ეს არის ფინანსური ტვირთი. ზოგიერთ ადამიანთან მიმართებაში შესაძლოა მას შეეძლოს ამის გადახდა, ან არიან ადამიანები, რომელთა სახელზე არანაირი ქონება არ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, ჯარიმის დაკისრებას არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, იმის გათვალისწინებით, რომ მასზე ჯარიმის აღსრულება ვერასდროს განხორციელდება. ამიტომ ხანდახან შესაძლოა უფრო ეფექტური იყოს ადმინისტრაციული პატიმრობა, მართვის მოწმობის შეჩერება, ქულათა სისტემის კლება და ა.შ. ამიტომ ეს არის კომპლექსური საკითხი და სისტემურ მიდგომებს საჭიროებს. მხოლოდ ერთ ჯარიმაზე საგზაო უსაფრთხოების დაშენება ვერ მოხდება“, - განაცხადა ლანა ცანავამ.

ცნობისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციული ჯარიმები მცირდება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ საზოგადოებას სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები გააცნო.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო მინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან გამართული კონსულტაციის საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები განხორციელდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი