
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მელითაურის საქმე განიხილა
იმედი|imedinews.ge
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიმართვის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მელითაურის საქმე განიხილა. გადაწყვეტილებას მოსამართლე სამ ივლისს გამოაცხადებს.
სიძულვილის ენის და საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი კომენტარის გამო 1 500 ლარით დაჯარიმდა მოქალაქე, რომელმაც შეურაცხყოფა მომღერალს მიაყენა.
გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს კი გიგა ავალიანის დედამ მიმართა. ეკა კუპატაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა გიგა ავალიანის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდში მსჯავრდებულის, ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრმა მიაყენა. მაკა ბახტაძე 3 000 ლარით დაჯარიმდა. სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარისთვის 3 000 ლარით დაჯარიმდა ნატა ფერაძეც.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge