მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს შექმნიდან დღემდე, საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა, 7 საქმე კი შემაჯამებელი გადაწყვეტილებით დასრულდა

იმედი|imedinews.ge

2026 წლის პირველი ივნისიდან დღემდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებს 60-მდე საქმე წარედგინა. აქედან 30 საქმეზე ჩაინიშნა სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა. შემაჯამებელი გადაწყვეტილებით კი 7 საქმე დასრულდა. როგორც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი პირველი საქმის განხილვა დასრულდა 2026 წლის 11 ივნისს, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მიერ. თუმცა, გადაწყვეტილება ჯერ არ გამოცხადებულა. რაც შეეხება, აღნიშნულ საქმეებზე გამოცხადებულ პირველ გადაწყვეტილებას, იგი გამოცხადდა 2026 წლის 12 ივნისს, ონის მაგისტრატი სასამართლოს მიერ. შესაბამისად, უწყების განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ პირველი საქმე განიხილა დღეს და იგი მიემართებოდა ნინო წილოსანის მიმართ ჩადენილ სამართალდარღვევის ფაქტს.

„სამმართველოს მიზანია უზრუნველყოს საჯაროდ გავრცელებული ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი, ასევე, სიძულვილის ენის შემცველი იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და პროაქტიული გამოვლენა, რომლებიც შეიცავენ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მათზე შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელება.

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მიერ საერთო სასამართლოებში წარდგენილი საქმეების განხილვა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, შესაბამისად, მიმდინარე სამართალწარმოებისა და მისი შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეტაპობრივად მიეწოდება“, - აღნიშნეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სასამართლო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 68 სტატია.

  • ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე სასამართლოში ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის გამოკითხვა დაიწყოფორმულა
  • ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა სტრასბურგის სასამართლოში FARA-ს საჩივართან დაკავშირებით მესამე მხარის პოზიცია წარადგინაBM.GE
  • გრიგოლ ლილუაშვილის ადვოკატს სასამართლოს ობიექტურობის იმედი არ აქვსტვ პირველი
  • საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართარუსთავი 2
სასამართლო →ბრძოლა →

მსგავსი სტატიები

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იმედი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი