მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. „სირცხვილი თქვენ! - ბელგია „ფიფას“ აშშ-ის სასარგებლოდ წესების დარღვევაში ადანაშაულებს
„სირცხვილი თქვენ! - ბელგია „ფიფას“ აშშ-ის სასარგებლოდ წესების დარღვევაში ადანაშაულებს

„სირცხვილი თქვენ! - ბელგია „ფიფას“ აშშ-ის სასარგებლოდ წესების დარღვევაში ადანაშაულებს

იმედი|imedinews.ge

ბელგიელი პოლიტიკოსები და ფეხბურთის ოფიციალური პირები კვირას აღშფოთდნენ მას შემდეგ, რაც FIFA-მ ამერიკელ ფეხბურთელს, ფოლარინ ბალოგუნს ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია გააუქმა​. ეს დისკვალიფიკაცია მას ორშაბათს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში, აშშ-ისა და ბელგიის დაპირისპირებაში მონაწილეობის უფლებას არ მისცემდა.

სკანდალური გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ პლატფორმაზე Truth Social FIFA-ს „სწორი ნაბიჯის გადადგმისა და დიდი უსამართლობის გამოსწორებისთვის“ მადლობა გადაუხადა. FIFA-ს ამ სენსაციური განცხადებიდან მალევე, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ორგანიზაციის ხელმძღვანელს, ჯანი ინფანტინოს დაურეკა და ბალოგუნის დისკვალიფიკაციის გადახედვა სთხოვა.

ბალოგუნს თავდაპირველად ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა მას შემდეგ, რაც პლეი-ოფის რაუნდში ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩიდან გააძევეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სპორტული ექსპერტის აზრით, წითელი ბარათი ზედმეტად მკაცრი იყო, თითქმის არ არსებობს პრეცედენტი იმისა, რომ ტურნირის მსვლელობისას მოედნიდან გაძევებულ მოთამაშეს შემდგომი დისკვალიფიკაცია არ მოეხადა.

კვირას გავრცელებულ განცხადებაში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ აღნიშნა: „FIFA-ს სადისციპლინო კოდექსის 27-ე მუხლის შესაბამისად, მატჩის დისკვალიფიკაციის აღსრულება შეჩერებულია ერთწლიანი გამოსაცდელი ვადით“.

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციამ განაცხადა, რომ დისკვალიფიკაციის გაუქმების გადაწყვეტილებით „გაოცებულია“.

„ყველა მონაწილე გუნდის ლეგიტიმური უფლებების დასაცავად და ჩვენს სპორტში სამართლიანი თამაშის ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, როგორც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, ისე მომავალ ტურნირებზე, ბელგიის სამეფო ფეხბურთის ასოციაცია ყველა პოტენციურ შესაძლებლობას იკვლევს“, - აღნიშნეს ასოციაციაში.

მომხდარს ბელგიის მაღალი რანგის პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ.

„ნამდვილი ძალა წესების დაცვითა და სამართლიანი თამაშის პრინციპების პატივისცემით გამარჯვებაში მდგომარეობს. ბელგია ხვალ სწორედ ასე მოიქცევა. სრული მხარდაჭერა ბელგიის ფეხბურთის ასოციაციას, რომელმაც დღეს საღამოს განაცხადა, რომ ყველა შესაძლებლობას განიხილავს მონაწილეთა ლეგიტიმური უფლებებისა და სამართლიანი თამაშის იმ ფუნდამენტური პრინციპების დასაცავად, რომლებიც ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ფეხბურთს მართავს“, - განაცხადა ფრანგულენოვანი ლიბერალური „რეფორმისტული მოძრაობის“ წარმომადგენელმა და ვალონიის სპორტის მინისტრმა ჟაკლინ გალანმა.

ოპოზიციურმა სოციალისტურმა პარტიამ FIFA-ს წესების პატივისცემისკენ მოუწოდა.

„სირცხვილი თქვენ! როდესაც ყველაფერს ფული წყვეტს, მსოფლიო ჩემპიონატი ყოველგვარ ნდობას კარგავს. წესების მორგება ტრამპის საამებლად, მოგების მიზნით თაღლითობის მცდელობა - რა სავალალო იმიჯია FIFA-სთვის, მსოფლიო ჩემპიონატისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. წესებს ყველამ უნდა სცეს პატივი, როგორც სპორტში, ისე ცხოვრებაში“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

„გასაოცარია, როგორ ხდება წითელი ბარათი მოულოდნელად „უსამართლო“, როდესაც საქმეში ტრამპი ერევა... FIFA-მ სამართლიანობა უნდა დაიცვას და არ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პოლიტიკურ ზეწოლას ემორჩილება. მოედანზე შევხვდებით: „წითელი ეშმაკების“ [ბელგიის ნაკრების ზედმეტსახელი] გამარჯვება ამის შემდეგ კიდევ უფრო ფასეული იქნება“, - აღნიშნა ევროპარლამენტის წევრმა და ფრანგულენოვანი ცენტრისტული პარტიის Les Engagés-ის პრეზიდენტმა ივან ვერუსტრეტემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

ამირან სალუქვაძე ბარამიძის განცხადებაზე: კონკრეტულ მიზანს ემსახურება - არ შედგეს დიალოგი, არ შედგეს საუბარი ჩვენსა და აფხაზებს, ჩვენსა და ოსებს შორის

იმედი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

სად გადის ზღვარი პოლიტიკურ მანიპულაციასა და სამშობლოს ღალატს შორის - სამშვიდობო პოლიტიკის მტრები. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: პირდაპირ არის გამიზნული სახელმწიფოს წინააღმდეგ ქმედებად, რომ გამოიყვანოს საქართველო ისეთ სახელმწიფოდ, რომლისთვისაც არავითარი კანონები არ არსებობს

ომი ჩვენი მამების ნატვრა არ ყოფილა, ისინი იბრძოდნენ იმიტომ, რომ მათთვის სამშობლოს დაცვა ღირსების საკითხი იყო. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის განსაკუთრებით მძიმე და შეურაცხმყოფელი გია ბარამიძის განცხადება - უმძიმესი ბრალდება, რომელიც შეურაცხყოფს არა მხოლოდ დაღუპულთა ხსოვნას - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი