მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა
სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა

სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

ეიფელის კოშკი სიცხის გამო დაახლოებით 10 სანტიმეტრით გაიზარდა, - წერს RTL-ი არქიტექტორ ბერტრან ლემუანზე დაყრდნობით. მისი თქმით, კოშკი მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურის მიმართ, რის გამოც წლის განმავლობაში მისი სიმაღლე შეიძლება შეიცვალოს.

„როდესაც ტემპერატურა -10-დან +40 გრადუსამდე იცვლება, ეიფელის კოშკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით იზრდება. ეს შეესაბამება 2 სანტიმეტრს ყოველ 10 გრადუსზე“, - განმარტა ლემუანმა.

ეიფელის კოშკის კონსტრუქციაში გამოყენებულია პუდლინგური რკინა, რომელიც სითბოს ზემოქმედებით ფართოვდება, ხოლო ტემპერატურის კლებისას ისევ იკუმშება. ლემუანმა აღნიშნა, რომ ეს მოვლენა ადამიანის თვალისთვის შეუმჩნეველი რჩება.

მან ასევე განმარტა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ ძლიერ სიცხეს შესაძლოა კოშკზე გავლენა ჰქონდა.

„ლითონის ცვეთას 800-დან 1000 წლამდე სჭირდება. „წლების განმავლობაში დეტალების შეცვლა, რა თქმა უნდა, აუცილებელი გახდება“, - დასძინა ლემუანმა.

ანომალიურმა სიცხემ საფრანგეთი, ისევე, როგორც ევროპის რამდენიმე სხვა ქვეყანა, რამდენიმე დღის წინ მოიცვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი