მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება
სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება

სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება

იმედი|imedinews.ge

სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების არამიზნობრივი გამოყენება იკრძალება, გარდა შინაგანაწესით დადგენილი შემთხვევებისა.

არამიზნობრივ გამოყენებად ჩაითვლება უფლებამოსილის წინასწარი თანხმობის გარეშე, მოწყობილობის ჩართულ მდგომარეობაში შენახვა, ქონა და გამოყენება. სკოლა ვალდებული იქნება, განსაზღვროს მოსწავლის მშობელთან ან კანონიერ წარმომადგენელთან კომუნიკაციის ოფიციალური არხები.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თამარ მახარაშვილის განცხადებით, ამ ცვლილების მიზნია, სასწავლო პროცესისადმი მოსწავლეების ყურადღების მობილიზება. მისივე თქმით, არსებობს მობილური ტელეფონის გამოყენების გამონაკლისი შემთხვევებიც, კერძოდ, შესაძლოა, მოსწავლეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ჰქონდეს ტელეფონის გამოყენების აუცილებლობა.

„ასეთი გამონაკლისები შინაგანაწესში გაიწერება და ჩვენი წესიც ითვალისწინებს და ასევე, შესაძლებელია, რომ თავად სასწავლო პროცესში გვჭირდებოდეს ელექტროსაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. მათ შორის, მობილურების გამოყენება და აქაც მასწავლებელია ის, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

კონკრეტული პირთა წრე იქნება გამოყოფილი ადმინისტრაციის მხრიდან და მშობელს ეცოდინება, ვის შეუძლია, დაუკავშირდეს, როდესაც შვილთან უნდა დაკავშირება სასწავლო პროცესის დროს“, - განაცხადა თამარ მახარაშვილმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

პეტერ მადიარის განცხადებით, უნგრეთს ენერგოკრიზისი ემუქრება. მუშაობა შესაძლოა შეაჩეროს ერთადერთმა ატომურმა ელექტროსადგურმა

იმედი

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი