მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა
სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი „მე არსად წავსულვარ“ წარადგინა

იმედი|imedinews.ge

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული თეატრის ახალი სპექტაკლის „მე არსად წავსულვარ“ პრემიერას დაესწრო.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, სპექტაკლი აფხაზეთის თემატიკას ეხმიანება და გადმოსცემს იმ თაობის სევდასა და განცდებს, რომელსაც აფხაზეთი არასდროს უნახავს, თუმცა ის მათი გენეტიკური მეხსიერების განუყოფელი ნაწილია. დადგმა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს შერიგებისა და დაკარგული კავშირის აღდგენის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.

ემოციებით, მოგონებებით, ადამიანური ურთიერთობებითა და რეალურ ფაქტებზე დაფუძნებულმა წარმოდგენამ სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში შეკრებილი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

პრემიერას ასევე, ესწრებოდნენ აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია, აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბესიკ კუსიდი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი