მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა
სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 11:00 საათისთვის 14,48% შეადგინა

იმედი|imedinews.ge

სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე, 11:00 საათის მონაცემებით, ხმა 362 657 ამომრჩეველმა მისცა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 14,48%-ს შეადგენს.

ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, წინა, რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც 2021 წლის 20 ივნისს გაიმართა, 11:00 საათის მონაცემებით ხმა 316 291 ამომრჩეველმა მისცა, რაც საერთო რაოდენობის 12,2%-ს შეადგენდა.

არჩევნებში ხმის მიცემის უფლებით 2.5 მილიონამდე რეგისტრირებული ამომრჩეველი სარგებლობს. საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურება.

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია პირველი შედეგების გამოქვეყნებას დაახლოებით 23:00 საათზე დაიწყებს.

არჩევნებში მონაწილეობს 19 პარტია და ბლოკი, მათ შორის: ფაშინიანის „სამოქალაქო შეთანხმება“; ბლოკი „ძლიერი სომხეთი“, რომელსაც სათავეში რუსი მილიარდერი, სამრეწველო-სამშენებლო ჯგუფ „ტაშირის“ ხელმძღვანელი სამველ კარაპეტიანი უდგას; ბლოკი „სომხეთი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ლიდერობს; ბიზნესმენ გაგიკ წარუკიანის პარტია „აყვავებული სომხეთი“ და ყოფილი ომბუდსმენის, არმან თათოიანის პარტია „ერთიანობის ფრთები“.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება