მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს
სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს

სომხეთში, ამბერდის ციხესიმაგრეში არქეოლოგიური გათხრების დროს თამარ მეფის დროინდელი მონეტა აღმოაჩიენს

იმედი|imedinews.ge

სომხეთში, შუა საუკუნეების ამბერდის ციხესიმაგრეში მიმდინარე სარესტავრაციო და არქეოლოგიური სამუშაოების დროს მეცნიერებმა არაერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გააკეთეს, მათ შორისაა თამარ მეფის დროინდელი იშვიათი მონეტა, თითქმის მთლიანად შემონახული ადამიანის ჩონჩხი და შუა საუკუნეების ყოველდღიური ცხოვრების ახალი არტეფაქტები. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, აღმოჩენილ საგანძურთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონეტა, რომელზეც გამოსახულია თამარ მეფე - XII–XIII საუკუნეების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ქართველი მონარქი, რომლის მმართველობის პერიოდიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს პოლიტიკური და კულტურული გავლენის პიკად მიიჩნევა. ეს აღმოჩენა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეგიონის ისტორიულ ურთიერთკავშირს.

არქეოლოგებმა ციხესიმაგრეში აგრეთვე აღმოაჩინეს ახალგაზრდა ადამიანის ნეშტი, რომელიც შიდა კედელთან იყო დაკრძალული. სპეციალისტების თქმით, ჩონჩხის დაახლოებით 90% შემონახულია, მხოლოდ თითების ძვლებია დაკარგული. კბილების მდგომარეობის მიხედვით ვარაუდობენ, რომ ეს ახალგაზრდა ასაკის ადამიანი იყო.

ამბერდის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ნაგებობაა, რომელიც თანამედროვე სომხეთის არაგაწოტნის ოლქში, ერევნიდან 55 კილომეტრში მდებარეობს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი