მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული
სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული

სომხეთში საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული

იმედი|imedinews.ge

სომხეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, საარჩევნო დანაშაულების ფაქტებზე სისხლის სამართლის წარმოება 59 საქმეზეა დაწყებული. მათგან 43 რეგიონულ, 16 კი ერევნის საგამოძიებო დანაყოფებში. გავრცელებული ცნობით, სისხლის სამართლის 9 საქმე საარჩევნო უფლების ან რეფერენდუმში მონაწილეობის უფლების, ასევე საარჩევნო კომისიების მუშაობისა და არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილე პირთა უფლებებისა და მოვალეობების შესრულებისთვის ხელის შეშლის მუხლითაა აღძრული.

30 საქმე ერთზე მეტჯერ, ან სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, 17 კი ხმის მიცემის საიდუმლოების დარღვევისთვის აღიძრა. სამ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება დაწყებულია ტერორისტული აქტის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის. სისხლის სამართლის წარმოებათა ფარგლებში დაკავებულია 9 ადამიანი.

ანტიკორუფციული კომიტეტის ცნობით, გამოვლინდა და განეიტრალდა დაახლოებით 45 ამომრჩევლისთვის, საერთო ჯამში, 7,5 მილიონი სომხური დრამის ოდენობის საარჩევნო ქრთამის მიცემის დანაშაულებრივი სქემა, დაკავებულია 7 ადამიანი.

უწყებამ ამომრჩეველთა მოსყიდვის კიდევ ერთი სქემა გამოავლინა, რომლის მიხედვითაც სამველ კარაპეტიანის პარტია „ძლიერი სომხეთის“ მხარდამჭერები, სხვა პირებთან ერთად, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ სომხეთის ორ მოქალაქეს დაკავებულთა გათავისუფლებას ჰპირდებოდნენ, რომლებიც რუსეთში ნარკოტიკული საშუალებების შენახვისთვის არიან მსჯავრდებულნი. აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაკავებულია რამდენიმე ადამიანი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: წარმოების

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 45 სტატია.

  • ეკონომიკურ ზრდაზე გავლენა ნავთობპროდუქტების წარმოების გაფართოებამ მოახდინა - გოგიტა თოდრაძეBM.GE
  • მთავრობა დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის იტალიური წარმოების მედიკამენტს “ჯივინოსტატს“ შეიძენსტვ პირველი
  • ქართული წარმოების ნავთობის ექსპორტი 2175%-ით გაიზარდა, ვყიდით ტოგოშიცნეტგაზეთი
  • მომღერალ ალექსანდრე მრელაშვილთან დაკავშირებით შსს-მ საქმის წარმოება დაიწყოფორმულა
წარმოების →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი