მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

სოფელ ერისიმედში ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

იმედი|imedinews.ge

სტიქიით დაზარალებული სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში აღდგენითი და ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, მელიორაციის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე დავით კვინიკაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, მათი საჭიროებები მოისმინეს და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე განიხილეს სოფელში არსებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც სტიქიით გამოწვეულმა წყალდიდობამ ერისიმედი მნიშვნელოვნად დააზარალა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები, ეზოები და დაზიანდა სოფლის ინფრასტრუქტურა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობისგან უშუალოდ მოისმინეს არსებული საჭიროებები და დეტალურად ისაუბრეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც სოფლის აღდგენისა და განვითარების მიზნით განხორციელდება.

შეხვედრაზე მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილ პროექტების შესახებ. მათ შორის, ახალი სკოლისა და საბავშვო ბაღის მშენებლობაზე და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

მთავრობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაზარალებული მოსახლეობის მხარდაჭერა და ერისიმედის ინფრასტრუქტურის სრულფასოვანი აღდგენა სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მათი განცხადებით, დაგეგმილი პროექტები ეტაპობრივად განხორციელდება, რაც სოფლის უსაფრთხოებისა და განვითარების მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 51 სტატია.

  • გურჯაანში, სოფელ ვაჩნაძიანში სასტუმრო Best Western Premier-ის გახსნა სექტემბერში იგეგმება - გიორგი დოლიძეBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

The New York Times: პენტაგონმა ინფორმაციის გაჟონვის საქმის გამოძიების ფარგლებში 50-მდე თანამშრომელი სიცრუის დეტექტორზე შეამოსწმა

იმედი

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

დავით ქართველიშვილი: პეტერ ფიშერის ჩანაცვლება ბარბარა ფოსით არის დემონსტრაციული გადასვლა ფრონტალური პოლიტიკური კონფრონტაციიდან „რბილი ძალის“ სტრატეგიაზე

იმედი

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმში გამოჩენილი მხატვრის, ალექსი ვეფხვაძის 105 წლისადმი მიძღვნილი პირველი პერსონალური გამოფენა გაიხსნა

იმედი

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

ტრამპის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მან ონტარიოს ტბას ამერიკის ტბა დაარქვა, აღნიშნულ რეგიონში ბიზნესი აყვავდა

იმედი