მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა „ვაზისა და ღვინის შესახებ“ კანონში ცვლილების თაობაზე კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილა

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სხდომაზე „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელა და მის პლენარულ სხდომაზე განხილვას მხარი დაუჭირა.

კანონში შესატან ცვლილებებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ ისაუბრა.

ზურაბ ეზუგბაიას თქმით, კანონპროექტის პირველის მოსმენისას გამოთქმული შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოდგენილ რედაქციაში სრულად აისახა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, კანონპროექტის მიღების შედეგად გარკვეული ტერმინები დაიხვეწება და მას ახალი განმარტებები დაემატება.

მისივე თქმით, კანონპროექტით ორი მექანიზმი - ალკოჰოლური სასმელების სპეციალური ნიშანდება და სავალდებულო დეგუსტაცია შემოდის, რომელიც როგორც საექსპორტო, ასევე, ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი ღვინის ყველა კატეგორიაზე გავრცელდება.

სხდომაზე სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა საორგანიზაციო საკითხზე ისაუბრა, რომელიც ქართული მთის ლუდისთვის არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხს და ამ თემასთან დაკავშირებით კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შექმნას შეეხებოდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ესპანეთთან შენგენის ზონის დახურვას მხარს ვუჭერს

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი