მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული
სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული

სოზარ სუბარი: არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, მაგრამ ფაქტი ერთია, სააკაშვილი არაა საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მის მიმართ უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან არის დანაშაული

იმედი|imedinews.ge

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, მედიასთან ისაუბრა „ნაციონალური მოძრაობის“ ახალ შესაძლო თავმჯდომარესა და განხეთქილებაზე ოპოზიციურ ალიანსში. სუბარმა აღნიშნა, რომ ყოველ ჯერზე „ნაციონალური მოძრაობა“ ახალ ლიდერად „ფსკერს“ სთავაზობს საზოგადოებას და ხაზი გაუსვა, რომ, ზოგადად, სააკაშვილის აქტიურობა პოლიტიკაში ქართული სამართლის დარღვევაა- ის არაა საქართველოს მოქალაქე.

„ყველა მორიგ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ და მგონია, რომ ფსკერია და ამის იქით რაღა უნდა იყოს, ახალი კანდიდატურა ამ ფსკერზე გაცილებით დაბლაა. ფაქტი ერთია - ისინი საქართველოს კანონმდებლობას არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა პოლიტიკაში, არის საქართვალოს კონსტიტუციის დარღვევა“ - განაცხადა სუბარმა.

დეპუტატმა აღნიშნა ისიც, რომ კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ვერასდროს შეიკვრება, რადგან ყველას სურს ლიდერობა, ეს კი ერთ ალიანსში შეუძლებელია.

„ნამდვილად არ ვიცი, ვინ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და არც მაინტერსებს, მაგრამ ერთი რაც მინდა ვთქვა - ყველა მორიგ ჯერზე, როცა ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ, როცა მგონია, რომ ფსკერია და ამის იქით რაღა უნდა იყოს, ყოველი ახალი კანდიდატურა ამ ფსკერზე გაცილებით დაბლაა ხოლმე. თუ ახალი ფსკერი ჩატყდება, კიდევ უკეთესი - უფრო განულდებიან. ფაქტი ერთია, რომ ისინი საქართველოს კანონმდებლობასაც არღვევენ, რადგან სააკაშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე, შესაბამისად, მისი მონაწილეობა და მის მიმართ ასეთი უსიტყვო მორჩილება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ასევე სააკაშვილის მონაწილეობა პოლიტიკაში, არის უბრალოდ დანაშაული და საქართვალოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევა. რაც შეეხება ოპოზიციურ ალიანსს, ანუ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, მან კარგად იცის და ნამდვილი ჩემპიონია ლაძღვა-წყევლაში. ამაში ღმერთმა ხელი მოუმართოს. მათ დასაბრალებელიც არაფერი აქვთ, რადგან ყველაფერი რასაც მათზე ამბობენ, არის სიმართლე. რაც შეეხება მსგავს ალიანსებს, რამდენი დავალებაც არ უნდა მიიღონ დასავლეთისა და პატრონებისგან, ვერასდროს ისინი ერთიან ძალად ვერ შეიკვრებიან, რადგან ყველას უნდა პირველობა და ამდენი პირველი ადგილი ვერ იქება ერთ კონკრეტულ ალიანსში“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მოძრაობა

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • სახელმწიფოს ფუნდამენტური საკითხები და ეროვნულ ფასეულობები - საქართველოში კიდევ ერთი ახალი მოძრაობა შეიქმნარუსთავი 2
  • ენმ ყრილობისთვის ემზადება - ვის ხელში გადადის ნაც მოძრაობის მართვის სადავეებიტვ პირველი
  • ჰორმუზის სრუტეში გემების მოძრაობა ომამდელი მაჩვენებლის მეათედზე დაბლა ჩამოვიდაBM.GE
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობა 5 აგვისტოს გაიმართებაფორმულა
მოძრაობა →

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი