მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება
სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

სოზარ სუბარი გიორგი დავითაძის საქმეზე: დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება

იმედი|imedinews.ge

გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა და პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ გამოძიება ნათელს მოჰფენს ყველაფერს და თუ ვინმე დასასჯელი იქნება, მკაცრადაც დაისჯება.

„გიორგი დავითაძის საქმე დაახლოებით ერთი წლის წინანდელია, საქართველოს სახალხო დამცველს შესწავლილი აქვს და არსებობს დასკვნაც. პირადად მე არ მაქვს არანაირი საფუძველი, უნდობლობა გამოვუცხადო სახალხო დამცველის დასკვნას.

ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში წელიწადში 140-150 პატიმარი კვდებოდა, ანუ ყოველ დღე-ნახევარში კვდებოდა ერთი პატიმარი. დღევანდელობას რომ შევადაროთ, ახლა არის ორ ათეულზე ცოტა ნაკლები პატიმრის გარდაცვალება წელიწადში. აქედანაც კარგად ჩანს, თუ რა განსხვავებაა მაშინდელ და დღევანდელ პენიტენციურ სისტემას შორის.

მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც თავს შევიკავებ დასკვნისგან. დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველაფერს იტყვის და, თუ ვინმე დასასჯელია, ძალიან მკაცრად დაისჯება“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა, ბათუმის №26 საჯარო სკოლასთან არსებული ინკლუზიური განათლების ცენტრი მოინახულა

იმედი

ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - დარეგისტრირდით VET.GE-ზე და აირჩიეთ „სქილვილი“

ნუ დაელოდებით ბოლო დღეს - დარეგისტრირდით VET.GE-ზე და აირჩიეთ „სქილვილი“

იმედი

სემ ალტმანის განცხადებით, მსოფლიოს მოუწევს „ცუდ რამეებთან“ შეგუება ხელოვნური ინტელექტის სარგებლის გულისთვის

სემ ალტმანის განცხადებით, მსოფლიოს მოუწევს „ცუდ რამეებთან“ შეგუება ხელოვნური ინტელექტის სარგებლის გულისთვის

იმედი

აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე ბაზიდან თვითმფრინავები ახალი დივერსიის საფრთხის გამო გაიყვანა

აშშ-მა დიდ ბრიტანეთში მდებარე ბაზიდან თვითმფრინავები ახალი დივერსიის საფრთხის გამო გაიყვანა

იმედი