მთავარი
ფორმულაწყარო
  1. მთავარი
  2. ფორმულა
  3. წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

წალკის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში ბავშვების შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ფორმულა|formulanews.ge

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. როგორც „ფორმულას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვნის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

ბაღში შესაძლო ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივმა მედიასაშუალება TOK TV-მ გაავრცელა. გამოცემის ცნობით, პოლიციას ორი მშობელი დაუკავშირდა. გუშინ ბავშვები ფსიქოლოგის თანხლებით გამოკითხეს.

ერთ-ერთი მშობლის განცხადებით, ბავშვების მონათხრობის საფუძველზე მათ პოლიციას მიმართეს. მშობლები ამბობენ, რომ ბაღში აღსაზრდელებს ფიზიკურად ეხებოდნენ, ძილის დროს სახეზე ბალიშებს აფარებდნენ, ასევე იყენებდნენ დასჯის მეთოდებს - ბავშვებს კუთხეში აყენებდნენ და თანატოლებთან თამაშის საშუალებას არ აძლევდნენ.

მშობლების თქმით, მომხდარის შესახებ ბაღების გაერთიანებასაც აცნობეს, თუმცა საკითხზე სათანადო რეაგირება არ მომხდარა. ისინი ასევე ითხოვენ საბავშვო ბაღში სათვალთვალო კამერების დამონტაჟებას.

წალკის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მელსიდა მეხზიროვა ადასტურებს, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია აქვს, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობს.

სოფელ საყდრიონის საბავშვო ბაღის აღმზრდელ-მენეჯერი ჟუჟუნა ბერიძე ბრალდებებს უარყოფს და მათ ცილისწამებას უწოდებს. მისი თქმით, კამერების დამონტაჟება მომავალი წლის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

გაზიარება:

ფორმულა

წყარო: formulanews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: გამოძიება

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • კრემლი ქერჩის ხიდის აღდგენას გეგმავს - რუსეთმა გამოძიება ტერაქტის მუხლით დაიწყოBM.GE
  • პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის განცხადებაზე: გამოძიების დაწყებისათვის აუცილებელია, საგამოძიებო ორგანოში წარმოდგენილი ინფორმაცია მკაფიოდ შეიცავდეს დანაშაულის ნიშნებს და არა, პირადი მოსაზრებით ასეთად აღიქვამდეს მას განმცხადებელირუსთავი 2
  • პროკურატურა განმარტავს, რატომ არ დაიწყო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებზე გამოძიებატვ პირველი
  • სკოლაში მე-4 კლასელზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე საუბრობენ – დაწყებულია გამოძიებანეტგაზეთი
გამოძიება →ძალადობის →

მსგავსი სტატიები

დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდა

დონალდ ტრამპი ჩინეთში ჩავიდა - სი ძინპინი მას აეროპორტში პირადად დახვდა

ფორმულა

ვახო სანაია თავისუფალია

ვახო სანაია თავისუფალია

ფორმულა

კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი

კვლევა: თბილისში ყველაზე იაფ უბანშიც კი ბინის იპოთეკა ოჯახების 5%-ისთვის არის ხელმისაწვდომი

ფორმულა

კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს

კანადა უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას 155 მილიონი დოლარის ოდენობით გადასცემს

ფორმულა