მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ
Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

Spotify AI-არტისტების პროფილების მონიშვნას დაიწყებს - მათ მუსიკას რეკომენდაციებიდან ამოიღებენ

იმედი|imedinews.ge

სექტემბრის შუა რიცხვებიდან მუსიკალური სტრიმინგ-სერვისი Spotify დაიწყებს აღნიშვნის - AI Persona დამატებას იმ შემსრულებლების პროფილებზე, რომელთა საჯარო პერსონაც, სავარაუდოდ, ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი, - წერს Variety კომპანიაზე დაყრდნობით.

ტეგი გამოჩნდება არტისტის პროფილში, ძიების შედეგებში და პლეილისტებში მისი სახელის გვერდით. ასეთი შემსრულებლების მუსიკას Spotify-ს ალგორითმული რეკომენდაციებიდან ამოიღებენ.

პროფილის ავტორებს შეეძლებათ თავად განაცხადონ, რომ AI-პერსონას იყენებენ. დანარჩენ შემთხვევებში გადაწყვეტილებას Spotify-ს მოდერატორები ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენებით შემოწმების შემდეგ მიიღებენ.

„ნამდვილი კავშირი არტისტსა და თაყვანისმცემელს შორის მხოლოდ ნდობასა და ავთენტურობაზე შეიძლება დამყარდეს“, - განაცხადეს Spotify-ში. კომპანიაში დასძინეს, რომ მსმენელებს არ მოსწონთ, როდესაც პროფილი რეალურ ადამიანად აღიქმება, მოგვიანებით კი ირკვევა, რომ პერსონა ხელოვნური ინტელექტის მიერ არის შექმნილი.

Spotify განმარტავს, რომ აღნიშვნა ეხება შემსრულებლის საჯარო პერსონას და არა მისი მუსიკის შექმნის ხერხს. სერვისის გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელი იქნება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

სოციალურ ქსელში გამოყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის ზვიად ბითაძე და ალექსანდრე ჭალიძე დაჯარიმდნენ

იმედი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ფერმერებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ტრადიციული წარმოების გარდა, შექმნან ისეთი პროდუქტები, რომლებიც მოთხოვნადია საერთაშორისო ბაზრებზე

იმედი

ირაკლი ლატარია: ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?

ნინო ფოჩხუა: გუშინ მიხეილ სარჯველაძემ სასიხარულო ინფორმაცია ამცნო საზოგადოებას, ფინანსდება ისეთი იშვიათი დაავადების სრული კურსი, როგორიცაა ცისტური ფიბროზი. ნეტავ ახლა რას იტყვიან „ადამიანებზე მოფიქრალი“ პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, რომლებიც გვახსოვს თუ როგორ სამარცხვინოდ იქცეოდნენ