
ირაკლი ლატარია: ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?
ახლა სად არიან ის პოლიტიკოსები და „ექსპერტები“, დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე რომ გადაფსიხდებოდნენ? სად არიან ბაქრაძე, თურძილაძე, ბუწაშვილი და ბევრი სხვა, რომლებიც მაშინ ასე აქტიურად გვიმტკიცებდნენ, რომ სახელმწიფოს მიერ ძვირადღირებული მედიკამენტის დაფინანსება თურმე მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ ხერხდებოდა - ფულის გამო?, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვის მშობელი სახელმწიფოს მიერ ინოვაციური პრეპარატის დაფინანსებას ეხმიანება.
„ახლა ერთი ძალიან მარტივი კითხვა დავსვათ:
ცისტური ფიბროზი ნაკლებად მძიმე დაავადებაა?
ცისტური ფიბროზის მედიკამენტი ნაკლებად ღირებულია?
თუ ამ ბავშვების სიცოცხლე ნაკლებად მნიშვნელოვანია?
საქმე კი ძალიან საინტერესო რეალობასთან გვაქვს.
ცისტური ფიბროზის მედიკამენტის ღირებულება, სხვადასხვა ღია წყაროს მიხედვით, დაახლოებით 300–400 ათასი აშშ დოლარია წელიწადში ერთი ბავშვისთვის. 60 ბავშვზე ეს დაახლოებით 60 მილიონ ლარამდე გამოდის. ზუსტი ფასის თქმა, ჯერ შეუძლებელია.
და მაინც — არ ყოფილა მიტინგები.
არ ყოფილა აქციები.
არ ყოფილა პოლიტიკური შოუები.
არ ყოფილა ბავშვების მდგომარეობით პოლიტიკური სპეკულაცია. იყო მუშაობა.
საკმაოდ ხანგრძლივი მუშაობა, მოლაპარაკებები და საბოლოოდ სახელმწიფომ მიიღო გადაწყვეტილება — ცისტური ფიბროზის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელი მედიკამენტები შეიძინოს.
და აი, სწორედ აქ ჩნდება ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა:
თუ სახელმწიფომ შეძლო ამ მედიკამენტის დაფინანსება, რომელიც შესაძლოა დიუშენის დაავადების მედიკამენტებზე არანაკლები, ან გარკვეულ პირობებში უფრო ძვირიც კი იყოს, მაშინ გამოდის, რომ დიუშენის შემთხვევაში პრობლემა მხოლოდ თანხა არ ყოფილა. ხომ ასეა?
თუ მიზეზი მხოლოდ ფული იყო, მაშინ უფრო ძვირი მედიკამენტის შესაძენად დღეს სად გაჩნდა ეს ფული? თუ მიზეზი მხოლოდ დაავადების სიმძიმე იყო, მაშინ რატომ უნდა ყოფილიყო ერთი დაავადების მქონე ბავშვის სიცოცხლე მეორეზე ნაკლებად მნიშვნელოვანი?
და თუ მიზეზი სახელმწიფოს შესაძლებლობებში ეჭვი იყო, მაშინ ცისტური ფიბროზის შემთხვევამ ხომ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ სახელმწიფოს, როცა არსებობს პოლიტიკური ნება და სწორი მიდგომა, ასეთი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია.
ამიტომ ახლა მართლა მაინტერესებს:
სად არიან ისინი, ვინც დიუშენის შემთხვევაში ყველაზე ხმამაღლა საუბრობდნენ?
ახლა რატომ არ გვესმის იგივე ხმები?
რატომ არ არის იგივე აქტიურობა?
რატომ არ არის იგივე პათოსი?
თუ მაშინ ბავშვების სიცოცხლე იყო მთავარი, ახლაც ბავშვების სიცოცხლე უნდა იყოს მთავარი.
და სწორედ ამიტომ ცისტური ფიბროზის მედიკამენტების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.
არა მხოლოდ იმ ბავშვებისთვის, რომლებიც ამ წამალს მიიღებენ.
არამედ იმიტომაც, რომ ამ მაგალითმა ერთი რამ ძალიან მკაფიოდ დაგვანახა:
როცა საქმე ბავშვის სიცოცხლეს ეხება, მთავარი კითხვა არ უნდა იყოს — ვინ მოაწყო აქცია, ვინ იდგა მიტინგზე და ვინ უფრო ხმამაღლა იყვირა.
მთავარი უნდა იყოს — რა შეუძლია სახელმწიფოს და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ.
ცისტური ფიბროზის შემთხვევაში სახელმწიფომ ეს ნაბიჯი გადადგა.
ახლა კი ველოდებით იმ ადამიანებსაც, რომლებიც დიუშენის შემთხვევაში ყველაზე აქტიურები იყვნენ.
მაინტერესებს, ახლა რას იტყვიან“, - წერს ლატარია.
იმედი
წყარო: imedinews.ge