მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სსფ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა
სსფ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა

სსფ: საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ ფინანსური ბაზრების ნდობა გააძლიერა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო რეზერვების დაგროვებამ გააძლიერა ფინანსური ბაზრების ნდობა, - აღნიშნულია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელის საქართველოში სავალუტო რეზერვების ადეკვატურობას მიმოიხილავს. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

როგორც სსფ-ს კვლევაშია ნათქვამი სავალუტო რეზერვების ზრდამ 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი. ამასთან, მიუხედავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომით გამოწვეული ენერგორესურსების ფასების ზრდისა და მიმდინარე ანგარიშზე შესაძლო ზეწოლისა, ლარის გაცვლითი კურსი სტაბილური დარჩა, რაც საერთაშორისო რეზერვების გაზრდილი ბუფერების ფონზე ეროვნული ვალუტის მიმართ ნდობის გაუმჯობესებას ასახავს. კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთაშორისო რეზერვების მიმდინარე დონე ზომიერი სტრეს-სცენარების განვითარების შემთხვევაში ადეკვატურია.

კვლევის შედეგები ასევე მიუთითებს, რომ საქართველოსთვის სასურველია საერთაშორისო რეზერვების დონე IMF-ის ARA მეტრიკის დაახლოებით 145-150 პროცენტზე იყოს. დამატებითი საერთაშორისო რეზერვების საჭიროება განპირობებულია იმ სარგებლით, რომელსაც მაღალი მოცულობის რეზერვები ქმნის: ამცირებს ქვეყნის სუვერენული დაფინანსების ხარჯებს, ხელს უწყობს კერძო სექტორის დოლარიზაციის შემცირებას და უზრუნველყოფს საჭირო ლიკვიდობას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციებისთვის, გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობის შესარბილებლად.

კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ საერთაშორისო რეზერვების შემდგომი დაგროვებისთვის კვლავ არსებობს სივრცე, განსაკუთრებით გლობალური გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში. საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევა ასევე აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ინტერვენციების განხორციელების არსებული, ფასზე დაფუძნებული ჩარჩო შესაბამისია არსებული საერთაშორისო რეზერვების დაგროვების ტემპთან და მასშტაბის კალიბრაციისათვის, რომელიც ამავდროულად ინარჩუნებს გაცვლითი კურსის მოქნილობას საგარეო პირობების ცვლილებების საპასუხოდ.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საერთაშორისო რეზერვების შევსებას. 2026 წლის მაისში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა 632.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა - მთლიანი საერთაშორისო რეზერვების მოცულობა კი მაისის მდგომარეობით 7 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი