მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტარმერმა რუსული გემის მიერ ლა-მანშის სრუტეში განხორციელებულ გასროლას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა
სტარმერმა რუსული გემის მიერ ლა-მანშის სრუტეში განხორციელებულ გასროლას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა

სტარმერმა რუსული გემის მიერ ლა-მანშის სრუტეში განხორციელებულ გასროლას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა

იმედი|imedinews.ge

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ლა-მანშის სრუტეში რუსული სამხედრო გემის მიერ განხორციელებული გამაფრთხილებელი გასროლა უპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო.

როგორც მან BBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, ინციდენტი, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს მოხდა, შეშფოთებას იწვევს.

„ის, რაც ლა-მანშში მოხდა, ღრმა შეშფოთებას იწვევს. ეს უპასუხისმგებლობაა“, - განაცხადა სტარმერმა.

მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, რუსულმა გემმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა იმ დროს, როცა ახლოს კერძო იახტა მიცურავდა.

„ეს არ უნდა მომხდარიყო. ეს უპასუხისმგებლობაა, ხოლო იახტაზე მყოფი წყვილი, როგორც ჩანს, შეშინებული იყო“, - დასძინა სტარმერმა.

ცნობისთვის, გუშინ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ლა-მანშის სრუტეში ბრიტანეთის დროშის ქვეშ მცურავ იახტასა და რუსულ სამხედრო ხომალდს შორის ინციდენტი მოხდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 76 სტატია.

  • ფრიდრიხ მერცის მრჩეველი და ბორის ჯონსონი რუსული დრონების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდნენფორმულა
  • რუსული ინვესტიციების 80%-ზე მეტი უძრავ ქონებასა და მშენებლობაში ჩაიდო|TOP-10 კომპანია და სექტორებიBM.GE
  • ოთარ ფარცხალაძე უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში მიდის – რუსული მედიანეტგაზეთი
  • გია აბაშიძე: გერმანიაში ერთი სულ უფრო თვალსაჩინო პარადოქსი იკვეთება: რაც უფრო ძლიერდება "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD), მით უფრო მძაფრდება რუსული საფრთხის, ჰიბრიდული ომის, დივერსიებისა და ეროვნული უსაფრთხოების რიტორიკარუსთავი 2
რუსული →

მსგავსი სტატიები

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

ჩრდილოეთ კორეამ დრონებითა და რაკეტების გამოყენებით სამხედრო სწავლება ჩაატარა

იმედი

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

წინასწარი მონაცემებით, შვედეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია ლიდერობს

იმედი

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

ფრანგული მედია: მაკრონის რეიტინგი ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

ხუთი მედალი სომხეთის საერთაშორისო ტურნირზე - სომხეთის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირს, სტეფან სარგისიანის თასს, უმასპინძლა

იმედი