მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტეფანჩუკი: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება
სტეფანჩუკი: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება

სტეფანჩუკი: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება

იმედი|imedinews.ge

სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება, - განაცხადა უკრაინის პარლამენტის სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა.

„თითოეულმა თქვენგანმა, ძვირფასო მეგობრებო, კარგად იცის დიქტატორული რუსეთისა და მისი სისხლიანი წინამორბედის - საბჭოთა კავშირის, რომელსაც კომუნისტური კგბ-ს სისტემა მართავდა - ფასი. ეს კარგად იცის მოლდოვამ, კარგად იცის საქართველომ, კარგად იცის მთელმა ბალკანეთმა, სადაც საბჭოთა კავშირი და რუსეთი ყოველთვის იყენებდნენ პრინციპს — „დაყავი და იბატონე“. ისინი ავრცელებდნენ და კვლავაც ავრცელებენ პოლიტიკურ ტერორსა და ეკონომიკურ შანტაჟს, თესავდნენ და დღესაც თესავენ მტრობას ქვეყნებსა და ხალხებს შორის. ამ ყველაფრის ფასი კი ადამიანთა განუზომელი ტკივილია.

ამიტომ დღეს, აქ, ბელგრადში, მინდა მკაფიოდ ვთქვა: სერბები არ არიან „პატარა რუსები“, უკრაინელები არ არიან „მალოროსები“, მოლდოველები და ქართველები არასოდეს ყოფილან და არც არასოდეს იქნებიან რუსების „უმცროსი ძმები“. კმარა დამცირება. ჩვენ დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვართ, სადაც ევროპული ერები ცხოვრობენ და ერთ დღეს აუცილებლად ყველანი შევხვდებით ევროკავშირში“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი