მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა
სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

სტიქიამ თელავში პრობლემები შექმნა

იმედი|imedinews.ge

სტიქიის შედეგად კახეთში განადგურდა ინფრასტრუქტურა, დანგრეულია ხიდი, დატბორილია საცხოვრებელი კორპუსები, კომერციული და საჯარო შენობები.

თელავში დილიდან სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ქალაქში ვითარება ღამის სამ საათზე გაუარესდა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა კავკასიონის ქუჩაზე. გადაუღებელი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილმა ღვარცოფმა, რომელსაც დიდი რაოდენობით ქვა-ღორღი მოჰყვა, ორი ქუჩის დამაკავშირებელი ხიდი მთლიანად დაანგრია. წყალმა კალაპოტი შეიცვალა და მდინარის ძლიერი ნაკადი ამ დროისთვის კავკასიონის ქუჩის ნაწილზე მიედინება.

რამდენიმე მონაკვეთზე წყალმა ასფალტი წაიღო, ამიტომ ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია. მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები აკონტროლებენ. იმის გათვალისწინებით, რომ ხევის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის დატბორვის საფრთხე არსებობდა, რამდენიმე ოჯახის ევაკუაცია ჯერ კიდევ ღამის საათებში განხორციელდა.

დაზიანებულია გაზმომარაგების სისტემა და ელექტროგადამცემი ხაზები, ათასობით აბონენტს ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია არ მიეწოდება. სტიქიის ეპიცენტრში იმყოფებოდა კახეთის სახელმწიფო რწმუნებული. შესაბამისი სამსახურები უკვე რამდენიმე საათია საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. სალიკვიდაციო სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

თურქეთში ლეოპარდზე ამხედრებული ადამიანის 11 000 წლის ქანდაკება იპოვეს

იმედი

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე მისაღები გამოცდების შედეგების შესახებ ატეხილ აჟიოტაჟზე ვრცელ ანალიზს აქვეყნებს

იმედი

ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა

იმედი

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

სსიპ მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელად გენადი კერძევაძე დაინიშნა

იმედი