
ზელენსკიმ მასკი უკრაინის “თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა
იმედი|imedinews.ge
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკი ამერიკელი ბიზნესმენი და მილიარდერი ილონ მასკი „თავისუფლების ორდენით“ დააჯილდოვა. შესაბამისი ბრძანებულება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზეა ატვირთული.
ბრძანებულების თანახმად, მასკი „თავისუფლების ორდენით“ დაჯილდოვდა ადამიანის სიცოცხლისა და თავისუფლების დაცვის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და უკრაინისა და აშშ-ის ხალხებს შორის ურთიერთობების განვითარების გამო.
„თავისუფლების ორდენით“ დაჯილდოვდეს ილონ მასკი - მწარმოებელი, ინჟინერი აშშ-დან, კომპანიების SpaceX-ისა და Tesla-ს ხელმძღვანელი“, - წერია დოკუმენტში.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge