მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტივენ ჯერმი: ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა მოიკვეთა
სტივენ ჯერმი: ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა მოიკვეთა

სტივენ ჯერმი: ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს უკრაინაში ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა მოიკვეთა

იმედი|imedinews.ge

უკრაინაში მიმდინარე ომში ამერიკული ინტერესის კლების ფონზე, კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, ევროპელთა შეთანხმება რუსულ მხარესთან სწორედ რუსული პირობებით, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.

გადაცემის წამყვანის, დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის, იან პრაუდის კითხვაზე, რა არის საჭირო უკრაინაში ომის დასასრულებლად, სტივენ ჯერმიმ აღნიშნა, რომ ყველაზე სავარაუდო მიზეზი ამისთვის შესაძლოა, ევროპული ეკონომიკური კრიზისი გახდეს.

„მიმაჩნია, რომ ევროპული ეკონომიკური კრიზისი შეიძლება, აღმოჩნდეს ამ ომის დასასრული. ამის ნიშნები უკვე არსებობს მას შემდეგ, რაც ევროპამ მოიკვეთა რუსული ენერგო რესურსებზე წვდომა. ეს არ არის მხოლოდ ბუნებრივი აირი და ნავთობი, არამედ დიზელიც, რომელიც ევროპისთვის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელია.

ჩვენი, ევროპის მთლიანი მოხმარება, დღეში 12,5 მილიონი ბარელი, დაახლოებით იმავე მოცულობისაა, რომელსაც ჩინეთი იყენებს, მაგრამ ჩინეთის დიზელის წყაროები მრავალფეროვანია. ჩვენ კი ამ თვალსაზრისით ძალიან მოწყვლადი ვართ. ერთადერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ამ თვალსაზრისით დამოუკიდებელია, არის ნორვეგია. ბრიტანეთსაც აქვს ასე თუ ისე დიზელის რესურსები, რომელიც საჭიროების, დაახლოებით 45%-ს ფარავს, მაგრამ ეს მყიფე მოცემულობაა ამავე დროს.

გამომდინარე აქედან, მიმაჩნია, რომ სწორედ ევროპული ეკონომიკური კრიზისია ყველაზე სავარაუდო მიზეზი, რომელიც უკრაინაში ომის დასრულებას მოასწავებდა. უკრაინაში მიმდინარე ომში ამერიკული ინტერესის კლების ფონზე, კიდევ უფრო მეტად სავარაუდოა, ევროპელთა შეთანხმება რუსულ მხარესთან სწორედ რუსული პირობებით“, - განაცხადა სტივენ ჯერმიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთანBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →რუსული →ომის →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს