
სტივენ ჯერმი: მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა
მეორე ფრონტის გახსნაზე უფრო კატასტროფული ცოტა რამე თუ იქნება საქართველოსთვის, - ასე უპასუხა დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმა გადაცემა „თბილისის დროით“ წამყვანის კითხვას, ბრიტანეთი და ევრობიუროკრატია საქართველოზე ძალიან დიდ ზეწოლას ახდენენ, რუსეთის წინააღმდეგ უფრო ხისტი პოზიციის დაკავების მოთხოვნით. საქმე ეხება სანქციების დაწესებას ან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას.
როგორც ჯერმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის სამხედრო თვითმკვლელობა იქნებოდა.
„რუსული არმია ამ წამს, ჩემი პროფესიული შეფასებით, მსოფლიოში ყველაზე ეფექტიანი შეიარაღებული ძალებია. უკრაინაში რუსეთს საკუთარი ძალები არ ჰყავს გადასროლილი სრულიად, საუბარი ეხება დაახლოებით 700 ათასს ჯარისკაცს და ამ ჯარების როტაცია მიმდინარეობს ფრონტებზე. ეს კი ნიშნავს, რომ დივიზიები, ბრიგადები, რუსულ არმიაში იღებენ საბრძოლო გამოცდილებას. შედეგად დაპირისპირება მოგიწევდათ მსოფლიოში ამჟამად ყველაზე გამოცდილ შეიარაღებულ ძალებთან. მეორე ბრძოლაში გამოცდილი არმია კი უკრაინას ჰყავს. ისინი კი ნელა, მაგრამ ნადგურდებიან რუსული არმიის მიერ.
მეორე ფრონტის გახსნა საქართველოსთვის იქნებოდა სამხედრო თვითმკვლელობა. რაც შეეხება სანქციებს, უნდა გვახსოვდეს რომ სანქციები არ გახლავთ საერთაშორისო. ეს სანქციები რიგი სახელმწიფოების მიერ არის დაწესებული. ამ სანქციებს კი ძალიან პატარა შედეგი მოაქვთ. ახლა რომელი, მეოცე წყებაა სანქციების? და რა ცვლილებებია შედეგად რუსულ ეკონომიკაში? დიდი არაფერი, ჯერ კიდევ 2022 წელს, მე ამ სანქციებს ვუწოდებდი ბუმერანგს. ეს სანქციები დამწესებელს ასუსტებს. სანქციებმა ევროპას გაცილებით დიდი ზიანი მიაყენა, ვიდრე რუსეთს. ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო და მე არც კი გავიფიქრებდი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. პირიქით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ რუსეთს დაწესებული სანქციები უნდა მოუხსნას, და ყველა სხვასაც. ამ სანქციებს არ აქვთ საერთაშორისო სამართლით არავითარი გამართლება, არ არსებობს გაეროს ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუცია.
ეს სანქციები გახლავთ ევროპული ინსტრუმენტი, რომელსაც ევროპული ეკონომიკისთვის დიდი ზიანი მოაქვს. საქართველოს შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ყველა მხარისკენ მზერა. ეს არის ჩემი რჩევა -აუცილებლად უნდა შეეწინააღმდეგოთ ევროპულ ზეწოლას. ევროკავშირი განსაკუთრებით მოწადინებულია, რომ საკუთარ მიზნებს რუსეთის წინააღმდეგ მსხვერპლად შეწიროს სხვა სახელმწიფოები. ჩემი რჩევაა, ახლოს არ გაეკაროთ სანქციებს. გირჩევთ რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი, ეკონომიკური კავშირები ორივე მხარესთან. იყავით კარგი სავაჭრო პარტნიორი ორივე მხარესთვის. ევროპელების ზეწოლას უნდა გაუმკლავდეთ“, - განაცხადა ჯერმა.
იმედი
წყარო: imedinews.ge