მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს
სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს

სტივენ ჯერმი: საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს

იმედი|imedinews.ge

საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში. წლებია, ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება, რადგან საკუთარ თავში დიდ წინააღმდეგობას მოიცავს, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო-საზღვაო ძალების ექს-კომოდორმა, სტივენ ჯერმიმ.

გადაცემის წამყვანმა, დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა, იან პრაუდმა მას კითხვით მიმართა, რამდენად რეალურად მიაჩნია მას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება.

„ევროპა ამჟამად განსაკუთრებით მოწყვლადია. დიდ პოლიტიკურ ცვლილებებს ვხედავ შემდეგ წელს პოლონეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის არჩევნებში. ამ ფონზე კიდევ უფრო საინტერესოა გაფართოების დღის წესრიგი. ამ მოცემულობით კიდევ უფრო გააქტიურდებიან ევროკავშირის გამყოფი ძალები. მიუხედავად ამისა, ბრიუსელი აგრძელებს ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკას და ამავე დროს ისეთ სახელმწიფოებს როგორიც საქართველოა, რომელიც ბიზნესისთვის მიმზიდველია, ნაკლებად სყალობს. ყველაზე დიდი პრობლემა მაინც უკრაინაა. ევროპას უკრაინა ძალიან ძვირი უჯდება როგორც ფინანსური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით. რამდენად რეალური გგონიათ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება?“, - მიმართა პრაუდმა ჯერმის.

ექსპერტის თქმით, საინტერესოა, ევროკავშირი თუ იარსებებს იმდენ ხანს, რომ უკრაინა მიიღოს საკუთარ რიგებში.

„ბევრი წელია, რაც ვფიქრობ, რომ ევროკავშირი დაიშლება. ის დაიშლება, რადგან დიდ წინააღმდეგობას მოიცავს საკუთარ თავში. ევროკავშირს ესაჭიროება ერთიანი ფისკალური და მონეტარული ჩარჩო ეკონომიკის მართვისთვის. ასევე, საჭიროა პოლიტიკური ერთიანობაც, ეს კი ეროვნული სახელმწიფოების მოშლას ნიშნავს, რაც არასოდეს მოხდება.

შესაბამისად, შეუძლებელია ეკონომიკის ისე მართვა, რომ ეს გამოვიდეს. ევროკავშირისთვის დიდი პრობლემაა ევროც. ამ სისტემას აქვს საბანკო მიდგომა, რაც გულისხმობს ერთი ვალუტის დაბალანსებას სხვადასხვა ქვეყანაში. ევროკავშირის სამხრეთ სახელმწიფოებს კი ამჟამად ევროკავშირის ჩრდილოეთ სახელმწიფოების დიდი ვალი აქვთ, დაახლოებით 1 ტრილიონ 300 მილიონი ევროს სახით. არა მგონია, რომ ეს ვალი როდისმე დაიფაროს. ამ მოცემულობას შესაძლოა, მეტხანს გაეძლო, რომ არ იყოს გერმანიაში ამჟამინდელი ვითარება - გერმანია ხომ ევროპის ბანკია. როგორც კი გერმანიაში რეცესია დაიწყება და ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ, ბერლინი თავს შეიკავებს ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების დაფინანსებისგან. ევროკავშირის ბედი იქნება სასწორზე. ევროკავშირის ბევრი წევრი სახელმწიფო სხვა მიმართულებით დაიწყებს ყურებას“, - განაცხადა სტივენ ჯერმიმ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: უკრაინის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 255 სტატია.

  • უკრაინამ დრონებით რიაზანის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ციფრული გადახდებიდან ციფრულ კომერციამდე: ზრდის ახალი შესაძლებლობა საქართველოსთვის - ინტერვიუ სერგეი მარტინჩუკთან, კავკასიის, უკრაინის, მოლდოვის, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის უფროს ვიცე-პრეზიდენტსა და ჯგუფის რეგიონულ მენეჯერთანBM.GE
  • ბელგია უკრაინის დასახმარებლად გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას ეწინააღმდეგებარუსთავი 2
  • რა აქვს სათქმელი დაურ ბუავას მეგობარ ქალს? - მოსამართლე დღეს უკრაინის მოქალაქის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებსტვ პირველი
უკრაინის →ევროკავშირის →საკუთარი →

მსგავსი სტატიები

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

თამარ ტალიაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ აბრაჰამ ჰამადეს შეხვდა

იმედი

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

კაია კალასმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების ვიზიტმა უკრაინაში მათ დაანახა, რომ რუსეთი მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ იჩენს

იმედი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

თბილისში ტრამვაის ხაზის პროექტის განხორციელება ოფიციალურად იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

The New York Times: მომავალ წელს ევროპის მასშტაბით დაგეგმილი არჩევნების ფონზე, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პარტიის თვალსაჩინო წარმატება შესაძლოა ულტრამემარჯვენეების შემდგომი გამარჯვებების მომასწავებელი და მათი მიღწევის მოდელიც კი გახდეს