მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება
სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება

სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდისთვის განსაზღვრული ვადა 5 ივნისს სრულდება

იმედი|imedinews.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სტუდენტებს შეახსენებს, რომ 2026 წლის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის პროცესი განსაზღვრული ვადების შესაბამისად აქტიურად გრძელდება.

„კონკურსში მონაწილეობის საფასურის გადახდა სავალდებულოა 5 ივნისის 18:00 საათამდე, ხოლო რეგისტრაციის დასრულება - 8 ივნისის 18:00 საათამდე.

კონკურსში მონაწილეობის საფასური შეადგენს 10 ლარს. გადახდა შესაძლებელია „საქართველოს ბანკის“ პლატფორმების მეშვეობით, კერძოდ, ონლაინ გადახდის სისტემით (bogpay.ge), ინტერნეტ ბანკით (ibank.ge), მობილური აპლიკაციით (mBank) და თვითმომსახურების ტერმინალებით.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებს სთავაზობს შესაძლებლობას მოიპოვონ ან გაიუმჯობესონ სახელმწიფო სასწავლო გრანტი. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ სტუდენტებს, რომლებიც 2025 წლის 17 დეკემბრამდე ჩაირიცხნენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და ვერ მოიპოვეს სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო დაფინანსება.

იმ შემთხვევაში, თუ კონკურსის შედეგად სტუდენტი ვერ გაიუმჯობესებს დაფინანსებას, მას უნარჩუნდება არსებული სახელმწიფო გრანტი და კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა მომავალშიც აქვს", - აღნიშნულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი