მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია
სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

სულხან თამაზაშვილი ქვემო ქართლის რეგიონში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში სამუშაო შეხვედრა გამართა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას დეპარტამენტის დირექტორი ლევან კვიციანი და ამავე დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებთან სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და რეგიონში სხვადასხვა კატეგორიის დანაშაულის პრევენციის მიზნით გატარებული საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. მინისტრმა აღნიშნა, რომ სამართალდამცველებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესების მიზნით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

ქვემო ქართლის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი მოადგილეებთან - გაგა კირკიტაძესთან და შალვა თადუმაძესთან ერთად სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებს ეწვია, სადაც თანამშრომლების სამუშაო სივრცეები, ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერა. დანაყოფების ხელმძღვანელებმა მინისტრს რეგიონში არსებული ვითარების, მიმდინარე საქმიანობისა და საჭიროებების შესახებ ინფორმაცია გააცნეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტროBM.GE
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი