მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. 1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტრო
1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტრო

1-ელი სექტემბრიდან სასკოლო ფორმები ონლაინ formebi.emis.ge-ზეც გაიყიდება - სამინისტრო

BM.GE24 აგვისტო, 2026, 16:22|bm.ge

პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა პირველი სექტემბრიდან როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge – ექნებათ.

ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველმა მოადგილე ლევან ღირსიაშვილმა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა წარუდგინეს.

"ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.

სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.

სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტრო

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 100 სტატია.

  • ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლაზე: ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობასიმედი
  • სოფელ სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს რუსთავი 2
  • ჯანდაცვის სამინისტრო იშვიათი დაავადების მედიკამენტს შეიძენსნეტგაზეთი
  • BMG: ეკონომიკის სამინისტროში ადასტურებენ, რომ დავით ვარდიაშვილი სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორის მოვალეობას ასრულებსტვ პირველი
სამინისტრო →

მსგავსი სტატიები

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

Alibaba-ს აქციები მკვეთრად დაეცა – რა არის მიზეზი?

BM.GE

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

როგორ აპირებს რუსეთი Wildberries-ისა და Ozon-ის დახმარებას?

BM.GE

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

BM.GE

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია - TBC Capital

BM.GE