მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა
სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

სულხან თამაზაშვილმა მესტიაში სამინისტროს სტრუქტურულ დანაყოფებში სამუშაო შეხვედრები გამართა

იმედი|imedinews.ge

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა, პირველ მოადგილე რონი მესხთან ერთად, მესტიის პოლიციის რაიონულ სამმართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ირაკლი ფიფია და ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. სულხან თამაზაშვილმა თანამშრომლებისგან დანაშაულთან ბრძოლისა და საპოლიციო პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი ასევე შეეხო სამართალდამცველების მიერ ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მიმდინარეობას, რომლის შედეგადაც, ჯამში, ამოღებულია 330 ე.წ. მაინერი. შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა გამოვლინდნენ დანაშაულში მონაწილე სხვა პირები და მათ მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს. ზემო სვანეთში ვიზიტის ფარგლებში, სულხან თამაზაშვილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სპეცდანიშნულების სამმართველოს, სახანძრო-სამაშველო განყოფილებასა და სასაზღვრო პოლიციის სამმართველოს ეწვია. მინისტრი ადგილზე გაეცნო არსებულ ინფრასტრუქტურას და თანამშრომელთა სამუშაო პირობებს. ასევე, შეხვდა დაცვის პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის იმ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას მესტიის მუნიციპალიტეტში ასრულებენ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი