მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სულხან თამაზაშვილმა თურქმენეთის ელჩთან შეხვედრა გამართა
სულხან თამაზაშვილმა თურქმენეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

სულხან თამაზაშვილმა თურქმენეთის ელჩთან შეხვედრა გამართა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და ხაზი გაუსვეს არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და თურქმენეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ კავშირებზე და აღნიშნა, რომ სამართალდაცვით სფეროში მხარეთა შორის ჩამოყალიბებულია ინტენსიური და ეფექტიანი თანამშრომლობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაფართოებასა და განმტკიცებას.

დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს მხარეთა მზაობას, აქტიურად გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობისა და ორმხრივი მეგობრული კავშირების გაღრმავების მიზნით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი

AfD-ს წევრი ირმჰილდ ბოსდორფი: ჩვენი პარტიის აკრძალვას ცდილობენ, რადგან ძალიან ძლიერები ვართ, ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, პარტიას, რომელიც რეალურად დემოკრატიულად არის არჩეული ამომრჩეველთა უმეტესობის მიერ საქსონია-ანჰალტში

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

ირმჰილდ ბოსდორფი: საქსონია-ანჰალტში ჩვენი პარტიის პირველი 100 დღის მმართველობის დროს ყველა მოქალაქე შეიგრძნობს, რომ ცვლილებები დაიწყო

იმედი

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

ირმჰილდ ბოსდორფი: მე ვცხოვრობ დასავლეთ გერმანიაში და ქალბატონების 50%-ზე მეტი ამბობს, რომ ღამე ქუჩაში ვერ გადიან, რადგან ძალიან საშიშია

იმედი