მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს ეხმაურება: ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას
სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ცრუ ბრალდებებს ეხმაურება: ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების (Animal Project, Zero Strays Georgia, Peteasy, „ცუკა“ ფონდი, „სამართალი ცხოველებისთვის“) მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ან საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართულ მცდელობას ან არსებული ფაქტების დამახინჯებასა და არცოდნას.

აღსანიშნავია, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა, სწორედ იმ 5 კომპონენტის გათვალისწინებით დაიგეგმა და უკვე ხორციელდება, რომლებსაც ხსენებული ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები, მოთხოვნის სახით დღეს აყენებენ.

პროგრამის შემუშავების პროცესში, სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალური მოწვევით, ჩართული იყო ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WOAH) მიერ რეკომენდებული ექსპერტი, რომელსაც 20 წელზე მეტი პროფესიული გამოცდილება აქვს ცხოველთა კეთილდღეობისა და მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის სფეროში. იგი არის ICAM-ის (International Companion Animal Management Coalition) მმართველი საბჭოს წევრი, FAO-სა და TAIEX-ის ექსპერტი, მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობს RSPCA-ის საერთაშორისო პროგრამებს ევროპისა და კავკასიის რეგიონში.

უფრო კონკრეტულად:

1. პროგრამა საერთაშორისო ექსპერტის რეკომენდაციებით დაიგეგმა და სწორედ CNVR მეთოდით (დაჭერა, სტერილიზაცია, ვაქცინაცია, და პირვანდელ გარემოში დაბრუნება) მიმდინარეობს.

2. ძაღლების გამრავლების საკითხი რეგულირდება კანონმდებლობით. სურსათის ეროვნული სააგენტო, ძაღლების უკონტროლო გამრავლების პრევენციისთვის ახორციელებს: პატრონიანი ძაღლების (ძუ, ხვადი) იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას; პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციას და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას (ჩიპირება); მიუსაფარი /მიკედლებული ძაღლების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციას, ვაქცინაციას, სტერილიზაცია/კასტრაციას.

3. ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მათი გამრავლების კონტროლი უზრუნველყოფს ცხოველების ქუჩაში მიტოვების პრევენციას და იდენტიფიცირებული ცხოველის პატრონის პასუხისმგებლობას.

4. პატრონიანი და მიუსაფარი ცხოველების იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონულ სისტემაში უკვე რეგისტრირებულნი არიან ამ მიმართულებით საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტები და ცხოველების რეგისტრაცია აქტიურად მიმდინარეობს: https://airs.nfa.gov.ge/login?callbackUrl=%2Fhome

5. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ცხოველთა მოყვარულებთან, მიმკედლებლებთან და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით იგეგმება. ვეტერინარული მანიპულაციების დასრულების შემდეგ ცხოველი პირვანდელ არეალს უბრუნდება. შექმნილია შესაბამისი პლატფორმა - ფეისბუკ გვერდი: (https://www.facebook.com/profile.php?id=61580338640226 ), რომელზეც ინფორმაციები მუდმივ რეჟიმში ახლდება, მათ შორის, ქვეყნდება ძაღლების აყვანისა და ბუნებრივ არეალში დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა, განრიგი, თარიღი და ლოკაციები. ამასთან, ამავე პლატფორმაზე, ხელმისაწვდომია ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ტენდერების შესახებ.

შესაბამისად, ის ცრუ ბრალდებები და ფაქტების დამახინჯება, რომელიც ვრცელდება ცხოველთა დაცვის ორგანიზაციების მიერ, არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას მოკლებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბრალდებით

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 111 სტატია.

  • პროკურატურამ ₾5.5 მილიონის ყალბი სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ძებნა გამოცხადდაBM.GE
  • პროკურატურამ თამაზ ელიზბარაშვილს მუქარის ფაქტზე ბრალდება წარუდგინაფორმულა
  • ნასაკირალში ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალდება წარედგინანეტგაზეთი
  • “სამძიმარზეც იმყოფებოდა” - ნასაკირალში 63 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით პენსიონერის მეზობელი დააკავესტვ პირველი
ბრალდებით →მცდელობა →

მსგავსი სტატიები

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

ზელენსკისა და ტრამპის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა

იმედი

ივანე აბაშიძე: საქართველოს სატრანსპორტო ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურა, როგორც დაკავშირებადობის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობის თვალსაზრისით, ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმის მთავარი საკითხი იქნება

ზურაბ პატარაძე: ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმი ხელს შეუწყობს რეგიონის განვითარებას, განიხილება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხები, შუა დერეფანი, ჩვენი სატრანზიტო პოტენციალი, ახალი კონტაქტები და ტვირთბრუნვის გაზრდა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

Financial Times: ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე დაეცა

იმედი