მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis). ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.

სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხვდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე.

მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 85 სტატია.

  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავარუსთავი 2
  • ბათუმში კომპანია „აი გემო“ ნახევარფაბრიკატებს უკანონოდ აწარმოებდა - სესBM.GE
  • ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესფორმულა
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი