მთავარი
რუსთავი 2წყარო
  1. მთავარი
  2. რუსთავი 2

რუსთავი 2|rustavi2.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს.

საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis). ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატიურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. მიმდინარე წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.

სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე.

მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.

გაზიარება:

რუსთავი 2

წყარო: rustavi2.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

ტრამპის ადმინისტრაცია H-1B ტიპის სამუშაო ვიზებზე 100 000 დოლარზე მეტი ოდენობის გადასახადის დაწესებას გეგმავს - მედია

რუსთავი 2

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

ირაკლი ნადარეიშვილი: ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული

რუსთავი 2

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

"ღამის სერენადები 2026" - გრანდიოზული შვიდი კონცერტით, ლეგენდარული ქართველი მევიოლინის დაბადებიდან 80 წლის იუბილე აღინიშნება

რუსთავი 2

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

მეწყრული პროცესების შესაჩერებლად, წყნეთი-ახალდაბის გზაზე მასშტაბური სამუშაოები დაიწყო - პროექტის ღირებულება 14 300 000 ლარია

რუსთავი 2