მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ. (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაიაკოვსკის ქუჩა N 1) პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახდენდა. გარდა ამისა, ობიექტზე არ იყო დაცული რეალიზაციის პირობები, კერძოდ, დარღვეული იყო შეფუთვის მთლიანობა და აგროქიმიკატების რეალიზაცია ხდებოდა გახსნილ მდგომარეობაში.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო ფერმერების ინტერესების დაცვის და ბაზარზე ხარისხიანი პესტიციდების განთავსების მიზნით აგრძელებს აქტიურ კონტროლს და ამავდროულად მოუწოდებს ბიზნეს ოპერატორებს, რომ დაიცვან კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, სპეციალიზებული ობიექტის ფუნქციონირებისათვის სავალდებულოა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი წესით აღიარება, რაც გულისხმობს სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების და უსაფრთხოების წესების სრულად დაკმაყოფილებას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბათუმში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 82 სტატია.

  • 7 თვეში თბილისში 2.3 მილიარდის ბინები გაიყიდა, ბათუმში 595 მილიონის - რა ტენდენციებია უძრავი ქონების ბაზარზე?BM.GE
  • ბათუმის საქალაქო სასამართლომ კობა ფარტენაძე 2000 ლარით დააჯარიმაფორმულა
  • შსს ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლას აქტიურად განაგრძობს - ბათუმში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქეა დაკავებულირუსთავი 2
  • მშენებარე ბინები ბათუმში – საუკეთესო ინვესტიციატვ პირველი
ბათუმში →

მსგავსი სტატიები

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა, ისრაელთან ამხანაგური მატჩის წინ, დასკვნითი ვარჯიში ჩაატარა

იმედი

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთის რესპუბლიკას შორის საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს მიზანია როგორც ზამთრის, ისე ზაფხულის სეზონის განვითარება

იმედი

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

ნუცა ბუზალაძე დღეს ბათუმში პირველ მასშტაბურ სოლო შოუს გამართავს

იმედი