მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში კუსტარულად მოწყობილი ფრინველთა სასაკლაოები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ფიზიკური პირი ჯ. გ.-ს (მისამართი: მარნეული, წერეთლიის ქ. 17) და ინდივიდუალური მეწარმე რ. ა.-ს (მისამართი: მარნეული, გურბანოვის ქ., ცენტრალური ბაზრის მიმდებარე ტერიტორია) კუთვნილი სასაკლაოები შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად, ობიექტებზე აღინიშნა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიცაა ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ფრინველების დაკვლა ვეტერინარული ზედმახედველობის გარეშე.

ამავდროულად, ბიზნესოპერატორები ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სურსათის ეროვნული სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ.

კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას მთელი საქართველოს მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, არ აწარმოონ პროდუქცია სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დაცვისა და სავალდებულო რეგისტრაციის გარეშე.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The New York Times: ევროპულმა ცენტრალურმა ბანკმა ხუთშაბათს საპროცენტო განაკვეთები ბოლო ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაზარდა, რათა ახლო აღმოსავლეთში ომით გამოწვეული ინფლაცია შეაკავოს

ალტერნატივა გერმანიისთვის წევრი, ევროპარლამენტარი ტომაშ ფროელიხი: ყოველთვის, როდესაც პარტია უფრო და უფრო პოპულარული ხდება და იწყებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას, მას იარლიყს აკრავენ, როგორც პუტინის მარიონეტებს. ბრიუსელი ადანაშაულებდა „ქართულ ოცნებას“,  რომ პრორუსული პარტიაა. სისულელეა. „ქართული ოცნება“, როგორც AfD ვიცავთ ჩვეულებრივი ხალხის ინტერესებს

კანადა უკრაინას მასშტაბურ თავდაცვით და ენერგეტიკულ პაკეტს გამოუყოფს

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ წევრი: თუ ეცდებიან აკრძალონ AfD -ი, ამით დასრულდება დემოკრატია. ვერ აკრძალავ ყველაზე ძლიერ პარტიას გერმანიაში, რომელსაც 10 მილიონი ადამიანი უჭერს მხარს. ამ პარტიის დასასრული ნიშნავს დემოკრატიის დასასრულს