მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სუდანის ჯგუფის აზოსაღებავებზე გამოკვლეული 50 ნიმუშიდან დარღვევა მხოლოდ ერთში გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზოსაღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია.

სააგენტოს ინფორმაციით, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, აკრძალული საღებავები, კერძოდ: Sudan I და Sudan IV მხოლოდ ერთ, შპს „ნთკ 2016“ (მის: ქობულეთის რ-ნი, სოფელი ქვედა კვირიკე) მიერ წარმოებულ სვანური მარილის ნიმუშში აღმოჩნდა (დამზადების თარიღი: 02.02.2026 წელი, ვარგისიანობის მინიმალური ვადა: 02.02.2027 წელი). გამოვლენილ დარღვევასთან დაკავშირებით, ბიზნესოპერატორს აეკრძალა სვანური მარილის რეალიზაცია და სააგენტოს ზედამხედველობით აღნიშნული სურსათი ბაზრიდან ამოღებულია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, თუ შეძენილი აქვს აღნიშნული სურსათი, არ გამოიყენოს.

სურსათში აკრძალული საღებავების აღმოჩენის შემთხვევები ყოველწლიურად მცირდება, რაც სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებებისა და გააქტიურებული კონტროლის შედეგია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე იმპორტის განხორციელებისას“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ კვერნაძემ.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების და რისკის დონის გათვალისწინებით, 2019 წლიდან წითელი წიწაკის იმპორტისას სპეციალური მოთხოვნები მოქმედებს. რისკზე დაფუძნებული სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, 2026 წელს დაგეგმილია სხვადასხვა კატეგორიის სურსათის 177 ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევა სუდანის ჯგუფის საღებავების შემცველობაზე.

სურსათში საღებავების ( Sudan I; Sudan II; Sudan III; Sudan IV; Sudan orange G; Sudan Red G; Sudan Red 7 B და Sudan red B) გამოყენება აკრძალულია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

“სუდანის” ჯგუფის საღებავები ბუნებრივად არ გვხვდება სურსათში, იგი მიეკუთვნება ხელოვნურ აზოსაღებავების ჯგუფს, არ წარმოადგენს ნებადართულ საკვებდანამატს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვახტანგ ცინცაძე: 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, 19%-ზე მეტად გაიზარდა, ხოლო ინვესტიციების მოცულობამ მილიარდ 900 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა - ჩვენი მიზანია, რომ შევინარჩუნოთ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო და ბიზნეს გარემო

ირაკლი ნადარეიშვილი: ეკონომიკური განვითარების კორპორაციამ მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამის მნიშვნელოვანი რედიზაინი განახორციელა და 70 000 ლარამდე უპროცენტო მიკროსესხის მიღება ყველა მეწარმეს შეეძლება

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

საგანმანათლებლო სივრცის პროექტის ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა რეგიონებში არასაბანკო სექტორისთვის სემინარები გამართა

იმედი

Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

Al Arabiya: აშშ-მა და ირანმა ზავი კიდევ 60 დღით გაახანგრძლივეს

იმედი