მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ წყალტუბოში, გორსა და სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის, შიდა ქართლისა და სამეგრელო-ზემო-სვანეთის დეპარტამენტების ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ფრინველთა სასაკლაოები შეამოწმეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სამ ბიზნესოპერატორთან გამოვლინდა შემდეგი შეუსაბამობები: ინდივიდუალური მეწარმე გ. ნ. (მისამართი: წყალტუბო, სოფ მუხიანი), ინდივიდუალური მეწარმე ბ. მ. (გორი, სოფელი პატარა გარეჯვარი) და ფიზიკური პირი ლ. ს. (სენაკი, სოფელი თეკლათი) საქმიანობდნენ სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე. დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობებიც, რის გამოც ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მეწარმეებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის სტანდარტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

დანიის პრემიერი: ევროკავშირმა უნდა განიხილოს ესპანეთისთვის შენგენის თავისუფალი გადაადგილების ზონაში მონაწილეობის შეჩერების შესაძლებლობა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

მაკა ბოჭორიშვილი: ნამდვილად მნიშვნელოვანი და სასიხარულოა ეს გადაწყვეტილება იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს არაღიარების პოლიტიკა შედეგებს იღებს

იმედი

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

The Atlantic: ტრამპმა უარი თქვა უკრაინისთვის Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილი 300 რაკეტის გადაცემაზე, რომელთაც ზელენსკი ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ითხოვდა

იმედი

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

შიდა ქართლის პოლიციამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 4 პირი დააკავა

იმედი