მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თაბუკაშვილის ქ. N51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება
თაბუკაშვილის ქ. N51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება

თაბუკაშვილის ქ. N51-ში მდებარე ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრული რეაბილიტაცია იწყება

იმედი|imedinews.ge

„თბილისის განვითარების ფონდი“ მთაწმინდის რაიონში, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩის N51-ში მდებარე XIX საუკუნის ბოლოს აშენებული ისტორიული საცხოვრებელი სახლის სრულ რეაბილიტაცია-რესტავრაციას იწყებს, - განაცხადა თბილისის მერმა კახა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისი თქმით, ნაგებობა გამოირჩევა თავისი უნიკალური განთავსებითა და არქიტექტურით - იგი რთულ რელიეფზეა აგებული და ორივე მხრიდან უნიკალურ ფასადს ქმნის.

„განსაკუთრებით საინტერესოა მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მხარეს არსებული სამსართულიანი ფასადი. შენობას ასევე გააჩნია ისტორიული ბაღის ნაწილი თაბუკაშვილის ქუჩის მხრიდან, სადაც შემორჩენილია XIX საუკუნის ხის კარები და ეზოს ავთენტური ელემენტები. აღნიშნულ სახლში გაჩნდა ხანძარი, რომელმაც სერიოზული პრობლემა შეუქმნა ძეგლს. მოსახლეობას შევპირდით, რომ სახლის რეაბილიტაციას განვახორციელებდით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სამუშაოებს, თბილისის მერის თქმით, სარესტავრაციო პროექტი მოიცავს ღონისძიებების სრულ სპექტრს. კერძოდ, ჩატარდება საძირკვლის გამაგრების სამუშაოები, მოეწყობა რგოლური დრენაჟი, გადაეწყობა დაბზარული მზიდი კედლები და სრულად განახლდება სართულშუა გადახურვები.

„ასევე მოეწყობა ხის ახალი კონსტრუქცია და სახურავი დაიფარება თუნუქის ფურცლებით; აღდგება და რესტავრირდება მტკვრის სანაპიროსა და თაბუკაშვილის ქუჩის მხარეს არსებული ხის შუშაბანდები და ა.შ. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა და ისტორიული შენობა სრულად რეაბილიტირდება“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, აღდგება ერკერების დეკორატიული ელემენტები და ისტორიული კარ-ფანჯრები; იგეგმება ფასადების შეღებვა და მასალების შერჩევა განხორციელდება ჩატარებული ლაბორატორიული/ფერის კვლევის საფუძველზე, შესაბამისი სპეციალისტების უშუალო მეთვალყურეობით.

პროექტის მიზანია დაზიანებული ისტორიული შენობის გადარჩენა, მისი კონსტრუქციული გამაგრება და ისტორიულ-არქიტექტურული იერსახის მაქსიმალური სიზუსტით აღდგენა.სარეაბილიტაციო სამუშაოები 2029 წლის მარტში დასრულდება.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: იწყება

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 59 სტატია.

  • „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებსBM.GE
  • "დეზერტირების ბაზრობის" ტერიტორიაზე გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება- "თბილისი მოლის" განცხადებატვ პირველი
  • ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გ-7 გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყებარუსთავი 2
  • ფილარმონიის რეაბილიტაცია იწყება, პროექტირებაზე ტენდერი გამოცხადდანეტგაზეთი
იწყება →

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი