მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა
თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა

თამარ ჩერგოლეიშვილი გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე: ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა

იმედი|imedinews.ge

აი ეს ორი არსება არის პოლიტიკური არარაობა, - წერს "ფედერალისტების" ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, "ლელოს" ლიდერებზე, გრიგოლ გეგელიასა და ლანა გალდავაზე, რომლებმაც ნინო ჯანგირაშვილის ფეისბუქ-პოსტი ხაზარაძის ემიგრაციაში წასვლასთან დაკავშირებით "არასაინტერესოდ" მიიჩნიეს, თავად ჯანგირაშვილს კი "ლუზერი" უწოდეს.

მისი თქმით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც გეგელია და გალდავა პოლიტიკაში არიან, არის მამუკა ხაზარაძის სურვილი, "ყურმოჭრილი მონები ატივტივოს".

"ერთადერთი მიზეზი, რატომაც პოლიტიკაში არიან, არის ხაზარაძის სურვილი ყურმოჭრილ მონებად ვინც გამოადგა, ატივტივოს. რა მომენტშიც ხაზარაძე ამ ორი არარაობის გაქრობას მოინდომებს, გაქრებიან და სველი ადგილიც არ დარჩება მათგან, პოლიტიკაში.

ნინო ჯანგირაშვილს ამას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ აკადრებენ, რომ ნინომ კითხვა დასვა, როდის გაგვაგებინებთ ამომრჩევლებს რომ ხაზარაძემაც გახარიასავით მოკურცხლაო - ოღონდ გაცილებით დელიკატურად.

ხმა მისცა ჯანგირაშვილმა ხაზარაძეს და ბუნებრივად დაინტერესდა, მისი ხმა სად წავიდა.

და აი ასე პასუხობენ.

ესაა ავტოკრატია! აი ეს უნდა ჩაირეცხოს - არაანგარიშვალდებული პოლიტიკური არარაობების დოღი თავისი კორუმპირებული ტელევიზიებიანად." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ოპოზიციონერმა ჟურნალისტმა, ნინო ჯანგირაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: "როგორც ვხვდები მამუკა ხაზარაძე ემიგრაციაში წავიდა და "ლელო" ამის შესახებ საკუთარ ამომრჩეველს როდის შეატყობინებს? თუ არ არის აუცილებელი?"

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

ახალციხეში მიუსაფარ ცხოველთა ინტერმუნიციპალური თავშესაფრის მშენებლობისათვის საპროექტო დოკუმენტის მოსამზადებლად სამუშაოები დაიწყო

იმედი

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

ლევან მაჭავარიანი ნაურუს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე: ძალიან დიდი დიპლომატიური სამუშაო არის გაწეული და ეს მუშაობა გრძელდება

იმედი

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

იმედი

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

უკრაინული მედია: რუსეთში Wildberries-ის ობიექტები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები დაიბომბა

იმედი